Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პატარკაციშვილის ოჯახი პრეზიდენტს ”იმედის” დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ნოე.'08 / 14:25

გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ სთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილს საქმით დაამტკიცოს მისი მხარდაჭერა დემოკრატიული ღირებულებების მიმართ და დაეხმაროს პატარკაციშვილის ოჯახს ტელეკომპანია ”იმედზე” საკუთრების უფლების აღდგენაში.

პატარკაციშვილს ოჯახს გარდაცვლილი ბიზნესმენის შორეულ ნათესავთან ჯოზეფ ქეისთან აქვს დავა ”იმედის” კუთვნილებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ ღია წერილში, რომელიც 18 ნოემბერს გამოქვეყნდა, გუდავაძე აცხადებს, რომ ”იმედი” მოტყუებით,  უკანონო და გასაიდუმლოებული გზით მოხვდა ჯოზეფ ქეის ხელში.

18 ნოემბერს ჯოზეფ ქეის ადვოკატებმა და წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია მოიწვიეს, სადაც უარყვეს ეს განცხადება და პატარკაციშვილის ოჯახი ქეის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის განხორციელებაში დაადანაშაულეს.

ჯოზეფ ქეიმ მარტში განაცხადა, რომ მან ტელეკომპანია და რადიო ”იმედის” აქციები გოგი ჯაოშვილისგან იყიდა ”უბრალოდ ფულის გადახდის შემდეგ”. გოგი ჯაოშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, პატარკაციშვილის ახლო მეგობარი, ფლობდა 70%-ს კომპანია JMG-ში. ეს კომპანია I-Media-ს აქციების 65%-ის მფლობელია, ეს უკანასკნელი კი ტელეკომპანია ”იმედის” 100%-იანი დამფუძნებელი და მფლობელია. ”იმედის” მიერ დეკემბერში საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად,  I-Media-ს აქციების დარჩენილი 35%-ის მფლობელია Universal-ი - კომპანია, რომელიც პატარკაციშვილის სამმა ნათესავმა დააფუძნა.

ინა გუდავაძე ღია წერილში წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საჯარო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას კავშირი აქვს ქეის მიერ ”იმედის” უკანონო მფლობელობასთან, ტელევიზიებით ცოტა ხნის გავრცელებული ინფორმაციით, როგორც წერილშია ნათქვამი, ”დღევანდელი ”იმედი” სახელმწიფო ცენზურისაგან თავისუფალი არ არის”.    

გუდავაძემ ასევე უარყო ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პატარკაციშვილის ოჯახს მოლაპარაკებები ჰქონდა ხელისუფლებასთან, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ტელეკომპანიის დაბრუნება ოჯახისთვის.

”მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რომ ეს სიმართლე იყოს,  იგი უფრო იმ დაუდასტურებელ ინფორმაციას ჰგავს, რომელიც   მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად დაგეგმილი დემონსტრაციების წინ,  საზოგადოებრივი აზრის დასაწყნარებლად არის გამიზნული.  სინამდვილეში, ”იმედის” საკითხი დღემდე ღიად რჩება,” - ნათქვამია წერილში. ”მე პოლიტიკოსი არა ვარ და არც პოლიტიკური ამბიციები გამაჩნია, მაგრამ არც ისეთი გულუბრყვილო გახლავართ, არ  მესმოდეს,  რომ  ”იმედის” ბედი, მიუხედავად მთელი თავისი საზოგადოებრივი  მნიშვნელობისა, შესაძლებელია   თქვენი [პრეზიდენტის] ჩარევის გარეშე გადაწყდეს. ასე, რომ გთხოვთ გადადგათ ეს ნაბიჯი ახლა და გააკეთოთ ეს ღიად”.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31