Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნატო საქართველოსთან ურთიერთობებს გააძლიერებს, თუმცა MAP კვლავ საჭიროა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 დეკ.'08 / 10:58

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება უფლებამოსილება მიანიჭონ ახლადშექმნილ ნატო-საქართველოს კომისიას, რათა გააძლიეროს თანამშრომლობა თბილისსა და ალიანსს შორის, წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) რაიმე შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

2 დეკემბერს ბრიუსელში გამართული ნატოს მინისტერიალის პირველი დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ალიანსი შეთანხმდა შეიმუშავოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამები საქართველოსა და უკრაინისთვის და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ MAP აღარ არის საჭირო.
 
”MAP-ის შესახებ შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ჩვენ შევიმუშავებთ ე.წ. ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამებს, რათა დავეხმაროთ მათ [საქართველოს და უკრაინას] რეფორმების შემდგომ განხორციელებაში; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ნატო-უკრაინის კომისია; გავაძლიეროთ ნატო-საქართველოს კომისია და მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა [საქართველოსა და უკრაინისადმი],” - განაცხადა სხეფერმა.

”MAP-ს არ შეუწყვეტია არსებობა. საგარეო საქმეთა მინისტრებს MAP-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ; თქვენ შეიძლება თქვათ, რომ MAP-ი აორთქლდა; MAP-ი ისევ აქ არის,” - დასძინა მან.

ყოველწლიური ეროვნული პროგრამის დეტალები სავარაუდოდ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც 3 დეკემბერს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება.

სხეფერმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 2008 წლის აპრილში ბუქარესტში ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ”ყველა ელემენტი” კვლავ ძალაში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები ოდესმე გახდებიან ალიანსის წევრები, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ და შეასრულებენ ნატოს სტანდარტებს.

”მატარებელმა დატოვა სადგური ბუქარესტში... და ეს მატარებელი განაგრძობს სვლას, ის არ ჩერდება,” - განაცხადა სხეფერმა. ”ორივე ქვეყანამ მიაღწია პროგრესს, მაგრამ ორივე მათგანს მნიშვნელოვანი საქმე დარჩა გასაკეთებელი”.

”ნატო მაქსიმალურად გაზრდის - გააძლიერებს თუ გნებავთ - მის რჩევებს და დახმარებას რეფორმებისკენ მიმართულ მცდელობებზე ნატო-უკრაინის და ნატო-საქართველოს კომისიების ფარგლებში,” - განაცხადა სხეფერმა და დასძინა, რომ მინისტერიალმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება ”გააძლიეროს” ნატოს საინფორმაციო და მეკავშირე ოფისები კიევსა და თბილისში.

რაც შეეხება ნატო-რუსეთის ურთიერთობებს, სხეფერმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ თანდათან განაახლონ რუსეთთან ურთიერთობები, რომელიც საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა.

”მოკავშირეები შეთანხმდნენ, რასაც დავარქმევდი, ურთიერთობების პირობით და თანდათანობით აღდგენას რუსეთთან,” - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, ნატო-რუსეთის საბჭო ”არაფორმალურ საფუძველზე” შეიკრიბება.

”ეს თანდათანობითი ჩართვა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეთანხმებით რუსების მიერ აგვისტოში არაპროპორციული ძალის გამოყენებას; აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უკანონო აღიარებას; იმ ფაქტს, რომ რუსებს კვლავ უკავიათ ის პოზიციები, რომლებიც არ უნდა ეკავოთ იმ ტერიტორიებზე.... ჩვენ ფუნდამენტალურად არ ვეთანხმებით ამას,” - განაცხადა სხეფერმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11