Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი საქართველოს ეკონომიკურ პრობლემებს მსოფლიო კრიზისს აბრალებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 დეკ.'08 / 12:02

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური პრობლემები უფრო მეტად მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია, ვიდრე აგვისტოს ომმა.

11 დეკემბერს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ როცა მათთან შესახვედრად მიდიოდა გზაში, რადიოში მოუსმინა საავტომობილო ბიზნესის წარმომადგენელს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში მანქანების გაყიდვები შემცირდა და ეს უკავშირდება აგვისტოს ომს.

”ამერიკაში მანქანების გაყიდვა შემცირდა თითქმის ორჯერ, უფრო მეტად, ვიდრე საქართველოში. და მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ, საქართველო და მთელი მსოფლიო არის ურთულეს ეკონომიკურ გარემოებებში,”- განაცხადა სააკაშვილმა.

”ამა წინათ ვუყურებდი, ტელევიზორში თქვა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომ ომის გამო საქართველოში ტურიზმი შემცირდა თითქმის ორჯერ. მსოფლიოში ტურიზმი არის შემცირებული თითქმის სამჯერ. აი ეს არის რეალური ციფრები,”- აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამას წინათ სტუმრობდა ლატვიას, უკრაინას და კატარს.
”ლატვიაში ჩამოიშალა მთელი საბანკო სისტემა, ქვეყანა იმყოფება დეფოლტის მდგომარეობაში,”- განაცხადა მან, ”უნგრეთი მიუახლოვდა დეფოლტის საფრთხეს, ჩეხეთის რესპუბლიკაში არის კატასტროფული პრობლემები, ამა წინათ ვიყავი ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანში და გაჩერებულია მშენებლობები თითქმის 100%-ით... ვიყავით კატარში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი არის 40-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში და პრაქტიკულად ყველა მშენებლობა არის გაჩერებული”.  

”ჩვენი პატარა გემი შედის ახლა ისეთ შტორმში, სადაც ბევრად უფრო დიდი გემები შეიძლება ჩაიძიროს,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ამიტომ ჩვენი ამოცანა იყო, სანამ ჩვენ ამ შტორმში აღმოვჩნდებით - როგორც უკვე აღმოჩნდა უკრაინა, სადაც უკვე აღმოჩნდა რუსეთი ეგრევე საქართველოსთან ომის შემდეგ, სადაც ჩამოიშალა ბირჟის 80% და სახელფასო დავალიანებები უკვე შეადგენს 13%-ს ეკონომიკის - ჩვენ გემში მოვახდინოთ ისეთი გადანაცვლებები, რომ ჩვენი გემი უფრო გამძლე აღმოჩნდეს შტორმის პირობებში, ვიდრე რომელიმე დიდი გემი და ავიცილოთ თავიდან ”ტიტანიკის” ბედი”.

”რუსეთის ეკონომიკა,  მაგალითად, ჩემი აზრით, დღეს ”ტიტანიკის” მდგომარეობაშია”, - განაცხადა სააკაშვილმა. ”ნავთობის ფასი მერყეობს 35-დან 40 დოლარამდე, საექსპორტო სხვა რუსეთს პრაქტიკულად არაფერი არ გააჩნია და სახელფასო დავალიანებები არის უზარმაზარი. მთელ რუსეთში საბავშვო ბაღებში გაუქმდა საბავშვო კვება იმიტომ, რომ ამას აკეთებდა გაზპრომი, სკოლებში გაუქმდა მთელი რიგი შეღავათები, რომლებიც იყო მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის. იმიტომ რომ მათი მთელი გათვლა იყო იმაზე, რომ ნავთობის ფასი იქნება 150, 200, 300, 400 დოლარი. ბიუჯეტი ჰქონდათ დაპროგრამებული 92 დოლარზე მომავალ წელს და აღმოჩნდა, რომ აქვთ ამაზე ორ ნახევარჯერ ნაკლები”. 

სააკაშვილის განცხადებით, ბოლო საკადრო ცვლილებები მთავრობაში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ  იმისთვის განხორციელდა, რომ ქვეყანა სირთულეებს კარგად მომზადებული შეხვდეს.

”მინდა გითხრათ, რომ შემდეგი ექვსი თვე იქნება ძალიან რთული პერიოდი,”- განაცხადა მან, ”მთავრობა შეიცვალა, რათა ახალი ენერგიით მოხდეს გამოწვევებთან გამკლავება... ჩვენ გადავლახავთ ეკონომიკურ სიძნელეებს, შევქმნით თანამედროვე ეკონომიკას, საქართველოს ვაქცევთ - არა ჩემს საპრეზიდენტო ვადაში, რომელიც 2013 წელს იწურება, უახლოეს ათწლეულში თანამედროვე ევროპულ ქვეყნად”.  

მისი თქმით, საქართველომ მიიღო უპრეცედენტო დახმარება 4.5 მლრდ დოლარის ოდენობით მომდევნო ორ წლის განმავლობაში, რაც გადამწყვეტ როლს  ითამაშებს ეკონომიკური სირთულეების დაძლევის საქმეში.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობამ უარი უნდა თქვას ზედმეტ ბიუროკრატიულ ხარჯებზე და არ დაუშვას კორუფციის ხელახლა გაჩენა. მისი თქმით, ბოლო წლების მთავარი მიღწევაა კორუფციის თითქმის სრულად აღმოფხვრა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16