Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სენატორი კერი: მთავრობა რეფორმების გატარებაში დაინტერესებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 დეკ.'08 / 21:45

დემოკრატი სენატორის ჯონ კერის განცხადებით იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთგული რჩება გაარგრძელოს დემოკრატიული რეფორმები.

კერიმ, რომელიც იანვარში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხდება, 13 დეკემბერს თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველომ ”მრავალ პროგრესს მიაღწია და ქართველი ხალხი ამაყი უნდა იყოს ამის გამო.“

”მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ძალიან არის დაინტერესებული, რომ განაგრძოს ეს პროგრესი და გაატაროს შემდგომი რეფორმები და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან ერთად,“ - განაცხადა თბილისიდან გამგზავრებამდე ამერიკელმა სენატორმა,

მან ასევე აღნიშნა, რომ ”რეფორმების გაგრძელება აუცილებელია“ და იქვე დასძინა რომ მასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ისიც ასევე ფიქრობს.

”აშკარაა, რომ პროგრესია საჭირო ისეთ საკითხებში, როგორიცაა საარჩევნო რეფორმა და არჩევნების პროცესი, მაგრამ ხალხი უკვე მუშაობს ამაზე; აქვე, ნება მომეცით, ავღნიშნო რომ გაუმჯობესებას შეერთებული შტატების არჩევნებიც კი საჭიროებს,“ - განაცხადა კერიმ.

”მე ასევე ვფიქრობ, რომ მედია საჭიროებს განაგრძოს გახდეს ისეთი ღია და თავისუფალი, როგორიც ის ახლა ხდება; მე ვფიქრობ, რომ პროგრესი იქნა მიღწეული ამ კუთხით, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ უმრავლესობა დამეთანხმება თუ ვიტყვით, რომ უფრო მეტი პროგრესია შესაძლებელი და ამ მიმართულებით მივდივართ კიდეც უკვე,“ - განაცხადა კერიმ.

”ასე რომ, მე მიმაჩნია, ბევრი რამ კეთდება ცვლილებების კუთხით; კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გამჭვირვალეობა გადაწყვეტილებების მიღებისას და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ეს არის არჩევნების არსი და სხვათა შორის, თქვენ ახლახან უკვე გქონდათ არჩევნები,“ - დასძინა ამერიკელმა სენატორმა.

სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდებოდა, კერი, ერთობლივ შეხვედრაზე, ოთხ პოლიტიკოსს გაესუბრა: ნინო ბურჯანაძეს, დავით უსუფაშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს და გიორგი თარგამაძეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13