Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთმა ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელება დაბლოკა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 დეკ.'08 / 19:03

საქართველოში ეუთოს მისიის დახურვა იანვარში დაიწყება, რადგანაც რუსეთმა 16-წლიანი მისიის მანდატის გაგრძელება დაბლოკა.

”ძალიან ვწუხვარ ამ სიტუაციის გამო,” - განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა 22 დეკემბერს. ”ფინეთი ბევრს ეცადა სიტუაციის მოგვარებას. ეუთოს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს რეგიონში. მიუხედავად დღეს არსებული სიტუაციისა, ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებები საქართველოში ეუთოს შემდგომ საქმიანობაზე მომავალ წელს გაგრძელდება”.

მოსკოვი დაჟინებით ითხოვდა, რომ საჭირო იყო ახალი მანდატი მისიისთვის, რომელიც იმ ახალ რეალობებს ასახავდა, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ წარმოიშვა. რუსი დიპლომატები მოითხოვდნენ  ეუთოს ცალკე მისიას სამხრეთ ოსეთში, რომელიც თბილისის ოფისისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა.

ფინეთმა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ, მოამზადა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა პარალელური, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სავალე ოფისების გახსნას საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში.

”საველე ოფისებს უხელმძღვანელებდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი, რომლის შტაბბინაც ვენაში იქნებოდა,” - განაცხადა ეუთომ პრეს-რელიზში. ”ალტერნატივის სახით, ეუთო გამოვიდა წინადადებით არსებული მანდატის სამი თვით გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებების შემდგომი გაგრძელების მიზნით”.

საქართველოს ელჩმა ეუთოში ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ რუსეთმა მისიის მანდატის სამთვიან ტექნიკურ გაგრძელებასაც კი არ დაუჭირა მხარი.

”ახლა [რუსეთი] დგება სწორედ იმ პოზიციაში, რომ ამჯერად არ არსებობს არანაირი საფუძველი 31 დეკემბრის მერე საქართველოში ეუთოს მისიის მომავალი მოღვაწეობის თაობაზე,” - განაცხადა მან.

ეუთოს პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა ვერ დაუშვა რაიმე კავშირი  ეუთოს საქმიანობას შორის სამხრეთ ოსეთში და დანარჩენ საქართველოში, რადგანაც მოსკოვმა ცნო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.  

”რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ისე, რომ  კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მანდატი მოეკლო საქართველოსთვის, რაც მიზანმიმართული არის აბსოლუტურად იმისაკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოწმეები დაიტოვონ იმ არასამართლებრივ ქმედებებზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორებზე და რაც მთავარია ადამიანის უფლებების მასობრივ და უხეშ დარღვევებზე, რისი ათასობით შემთხვევაც არსებობს,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

რუსეთის წარმომადგენელმა ეუთოში ანვარ აზიმოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ფაქტიურად არ იყო საქართველოში ეუთოს მისიის წინააღმდეგი, თუმცა მანდატის გაგრძელება, განაცხადა მან, იმ ფორმით როგორითაც შემოთავაზებული იყო ეწინააღმდეგებოდა ”რუსეთის კანონმდებლობას სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე”. 

ეუთოს მისია საქართველოში, რომელსაც ამჟამად 200-მდე თანამშრომელი ჰყავს, 1992 წელს შეიქმნა შტაბბინით თბილისში. მისიის მანდატი თავდაპირველად ითვალისწინებდა ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ხელშეწყობას. მოგვიანებით მანდატი გაფართოვდა და ამჟამად ის ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებას და ეკონომიკურ და გარემოსდაცვით სფეროებსაც მოიცავს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25