Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მინისტრების თქმით აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა უმეტესობა საცხოვრებლით უზურნველყოფილია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'08 / 17:05

აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებულ ადამიანთა 95% საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილდა, ხოლო მათ ვისაც უარი განაცხადეს ბინებზე კომპესაციები მიიღეს 10 ათასი დოლარის ოდენობით.

ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებმა ვანო მერაბიშვილმა და კობა სუბელიანმა და ასევე  სახელმწიფო მინისტრმა რეგიონალური მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილმა ერთობლივ პრესკონფერნციაზე განაცხადეს.  მინისტრები პრეზიდენტის დავალებით საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხებს კურირებდნენ.

შს მინისტრის ვანო მერაბისვილის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის აშენებულია 3 963 სახლი, მოხდა 1500 ბინის რეაბილიტაცია, ასევე  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინების შეკეთება, შეძენილ იქნა 453 ბინა. ახლად აშენებული სახლების უმეტესობა მოწყობილია პირველადი მოხმარების ნივთებით, ასევე უზრუნვეყოფილია ბუნებრივი აირით და წყლით. 

რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, სულ  ამ დროისთვის 5 041 ოჯახი, ანუ 16 528 ადამიანია შესახლებული ახალ საცხოვრებელ სახლებში. 

”ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ახალ წლამდე აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილთა 90-95% მთლიანად იქნება დაკმაყოფილებული”, - განაცხადა ტყეშელაშვილმა. 

კობა სუბელიანის თქმით, ახალ საცხოვრებელ სახლებში შესახლებულ ადამიანებზე მათთვის საჭირო პირველადი ნივთების  შესაძენად სულზე 200 ლარი გაიცემა.

აღნიშნული სახლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით,  მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, თუმცა ეს დეფიციტი სხვადასხვა ქვეყნებიდან დამხარების მიზნით საქართველოსთვის გამოყოფილი თანხებით შეივსება.

დღევანდელ პრესკონფერნციაზე ვანო მერბიშვილმა აღნიშნული მონაცემების საჯაროდ განხილვა მოითხოვა, სადაც, მისი თქმით, დეტალურად არის გაწერილი თანხების ხარჯვის პროცესი. 

შს სამინისტრომ მოგვიანებით თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა რამოდენიმე დოკუმენტი სადაც გაწერილია ხარჯები და გაწეული სამუშაოს აღწერილობა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9