Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია ვადამდელი არჩევნებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'08 / 21:00

საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში განაცხადა:  

  • ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო;
  • სააკაშვილისი პასუხისმგებელია არსებულ კრიზისზე;
  • მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა ჯგუფებთან.

    საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და მან გადადგომა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ”პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა” ჰქონდა.

    24 დეკემბერს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ალასანიამ განაცხადა, რომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და დასძინა, რომ იგი სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ატარებს კონსულტაციებს ამასთან დაკავშირებით.

    ალასანია, რომელიც 21 დეკემბერს 35 წლის გახდა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 5 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია მისი თანმდებობიდან გადადგომის შესახებ. ალასანიას პრესკონფერენცია, რომელიც ნიუ-იორკიდან 23 დეკემბერს ღამით დაბრუნდა, მისი პირველი საჯარო განცხადება იყო ამ საკითხზე.
    თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მისი განცხადებით დასრულდება მედიაში სპეკულაციები ალასანიას მომავალი პოლიტიკური კარიერის შესახებ, რადგანაც მან არ დააკონკრეტა, თუ რომელ პარტიასთან ან პოლიტიკოსთან გეგმავს თანამშრომლობას.

    თუმცა, კითხვაზე აპირებს, თუ არა იგი ცალკე პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას, ალასანიამ უპასუხა, რომ საქართველოში უკვე ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიაა.

    ”ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის კონსოლიდაცია,” - დასძინა მან.

    კითხვაზე ითანამშროლებს თუ არა ის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან, ალასანიამ გაიმეორა, რომ იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა პარტიებთან და დასძინა: ”მე პატივს ვცემ ქალბატონ ბურჯანაძეს და მის პარტიასთანაც გავმართავ კონსულტაციებს”.  

    ”მე ვაპირებ ვითანამშრომლო ყველა პოლიტიკურ ძალასთან სხვადასხვა ფორმით, მათთან ვინც გაიზიარებს ჩემს შეხედულებას გადაწყვეტილების მიღების პროცესის ფილოსოფიის შეცვლის საჭიროებაზე,” - განაცხადა მან.

    ”საქართველოში უნდა შევცვალოთ ქვეყნის მართვის ფილოსოფია, შევქმნათ ძლიერი, დემოკრატიული, გამჭირვალე სახელმწიფო ინსტიტუტები, კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო,” - ნათქვამია ალასანიას მიერ პრესკონფერენციაზე წაკითხულ განცხადებაში

    ”ეს ცვლილება იქნება საქართველოს მოსახლეობის ნების გამოვლინება, იქნება მშვიდობიანი და არ გასცდება კონსტიტუციურ ფარგლებს. სწორედ ამ მიზნით და ამ რწმენით დავიწყე კონსულტაციები ჩვენი საზოგადოების და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან, რათა ჩვენი გამოცდილება მოხმარდეს ხალხის კონსოლიდაციას, ქვეყნის გამთლიანების, უსაფრთხოების, სტაბილურობის და კეთილდღეობის მისაღწევად”.

    მან ასევე განაცხადა, რომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ”რაც შეიძლება სწრაფად”.

    თუმცა, მან არ დააკონკრეტა ვადამდელ საპრეზიდენტო თუ საპარლაენტო არჩევნებს გულისხმობდა, თუ ორივე მათგანს.

    მისი თქმით, ვადამდელი არჩევნებისთვის აუცილებელია შესაფერისი პირობების შექმნა.

    ”ეს პირობებია: სამართლიანი საარჩევნო კოდექსი და მედიის სრული თავისუფლება,” - განაცხადა ალასანიამ.

    ”საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია ამის მისაღწევად; თუ იქნება ხალხის ნება, დამიჯერეთ, იქნება არჩევნები,” - დასძინა მან.

    ”საქართველო რუსეთის ხაფანგში გაება”

    ალასანიამ განაცხადა, რომ აგვისტოს ომი იყო ხაფანგი, რომელშიც საქართველო გაება  ”ქვეყნისათვის სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღების ერთპიროვნული, ქაოტური, არაინსტიტუციური პროცესის და სახელმწიფო მართვის გამჭირვალე სისტემის არასებობის” გამო.

    ”თანახმა ვარ, რომ ეს ომი დიდი ხანი მზადდებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ. მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ რუსეთის ხაფანგში არ გაბმულიყო ქვეყანა,” - განაცხადა მან.

    ”შესაძლებელი იყო სეპარატისტების წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის განახლება და ასევე შესაძლებელი იყო, ამ პროცესში ჩემი მონაწილეობით, საომარი მოქმედებების განუახლებლობის და დევნილთა დაბრუნების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა; ამ შემთხვევაში, სამხედრო ქმედებების განახლების საფრთხე ბევრად ნაკლები იქნებოდა,” - განაცხადა ალასანიამ.

    შემდეგ მან დააკონკრეტა, რომ მაისში, როდესაც ის სოხუმს ეწვია და სეპარატისტ ლიდერებთან გამართა მოლაპარაკებები, ”მომზადდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგი დოკუმენტი, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს ასახავდა”.

    ”თუმცა ამას არ მოყვა დოკუმენტის ხელმოწერა,” - განაცხადა ალასანიამ, ”მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საომარი ქმედებების განახლების რისკი ბევრად დაბალი იქნებოდა ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემთხვევაში”.

    მისი თქმით, მას სჯერა, რომ პრინციპული, თუმცა დიპლომატიური გზით, შესაძლებელი იყო რუსეთთან საერთო ინტერესების გამონახვა კავკასიის რეგიონში.

    ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ მას არ ჰგონია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ”დაკარგულია საქართველოსთვის”.

    ”მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ძალიან ართულებს მათთან რაიმე მნიშვნელოვანი დიალოგის გამართვას; თუმცა საბოლოოდ დიპლომატიური და სწორი ნაბიჯებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ [ურთიერთობების] განახლებას,” - განაცხადა მან.

    მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარება უნდა დაეფუძნოს პირდაპირ დიალოგს ორმხრივად მისაღებ განვითარების პროექტებზე, ხოლო მოგვიანებით შესაძლებელი იქნება პოლიტიკური სტატუსის საკითხების განხილვაც.

    ”ამ ეტაპზე არსებობს უზარმაზარი უნდობლობა, მაგრამ ჩვენ უნდა ავაშენოთ ნდობის გარემო,” - განაცხადა მან.

    ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ კვლავ არსებობს საომარი მოქმედებების განახლების საფრთხე, რადგანაც რუსული ძალები თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რჩებიან.

    ”ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება არ გაიმეორებს იგივე შეცდომას და არ ჩაებმება პროვოკაციულ სამხედრო კონფრონტაციაში,” - დასძინა ალასანიამ.

     

     

     

     

     

  • უახლესი ამბები
    28 აპრ.'18 11:10
    ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
    ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
    27 აპრ.'18 18:49
    ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
    ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
    27 აპრ.'18 18:09
    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
    ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
    26 აპრ.'18 19:07
    სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
    ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
    26 აპრ.'18 16:47
    ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
    პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
    25 აპრ.'18 18:33
    ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
    გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
    25 აპრ.'18 15:17
    საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
    საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
    25 აპრ.'18 14:18
    გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
    საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
    24 აპრ.'18 17:29
    განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
    მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
    24 აპრ.'18 12:42
    ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
    ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

    სივილ ჯორჯიას შესახებ
    Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
    რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
    30