Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯანაძე ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 დეკ.'08 / 16:29

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა,რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

”ფაქტიურად დღეს საქართველოს ჰყავს ავტოკრატიული ხელისუფლება; ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია,” - განაცხადა მან 24 დეკემბერს გადაცემა ”აქცენტებში” საუბრისას.

ნოემბერში, როდესაც ბურჯანაძემ პარტია დააფუძნა, მან განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა საჭირო, თუმცა მან არ დააკონკრეტა საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობდა, თუ საპარლამენტოს, ან თუნდაც ორივეს.

იგივე გადაცემაში, ბურჯანაძემ ისევ დაადანაშაულა საქართველოს ხელმძღვანელობა იმაში, რომ ვერ შეძლო აგვისტოს ომის თავიდან აცილება და განაცხადა, რომ რუსეთთან სამხედრო კონფრონტაცია იყო საქართველოს ხელისუფლებაში ”ცხელი თავების” უზარმაზარი შეცდომის შედეგი.

მან ასევე განაცხადა,რომ სანამ ის ხელისუფლებაში იყო, იგი მაქსიმალურად ცდილობდა,რომ შეიარაღებულ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულიყო.

”ნამდვილად არის ჩემი დამსახურება ის, რომ რამდენჯერმე სისხლისღვრამდე და საომარ მოქმედებამდე არ მივიდა საქმე.... ეს იყო რევოლუციის დროს ბათუმში [2004წელს], იგივე კოდორის მოვლენებთან დაკავშირებით [2006 წლის ზაფხულში], ეს იყო იგივე აპრილში, როდესაც ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით საომარი მოქმედებების დაწყებასთან აფხაზეთში,” - დააკონკრეტა მან. 

”მე უბრალოდ არ მაქვს არანაირი სურვილი - მიუხედავად იმის, რომ ოპოზიციაში ვარ - რომ ამ რთულ ვითარებაში ვილაპარაკო ყველაფერი ის, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად დააზარალოს ჩემი ქვეყნის ინტერესები და არა ხელისუფლების. იგივე აპრილში ჩვენ ვიყავით ძალიან  სერიოზული კრიზისის წინაშე და იგივე აპრილში მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ძალიან სერიოზულ კითხვებს უსვამდა ხელისუფლებას სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, მე მიყავი დარწმუნებული აბსოლუტურად, რომ თუ ჩვენი ხელისუფლება საომარ მოქმედებებში ჩაერეოდა, რუსეთი აუცილებლად იმოქმედებდა, რუსეთი აუცილებლად გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა და აუცილებლად დაამარცხებდა, უმძიმეს დამარცხებას განაცდევინებდა ჩვენს არმიას. სამწუხაროდ იყვნენ ადამიანები, რომლებიც სერიოზულად მიმტკიცებდნენ საწინააღმდეგოს,” - განაცხადა ბურჯანაძემ.

”არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი ღია სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან. ეს იყო უდიდესი შეცდომა ჩვენი ხელისუფლების, მაგრამ ეს იყო შეცდომა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებაში იყვნენ ცხელი თავების მქონე ადამიანები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ პრაქტიკულად ამ ომს წარმატებულად დაამთავრებდნენ.,” - დასძინა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11