Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარტიების დაფინანსების ახალი სქემა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 დეკ.'08 / 15:37

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით დღეს უყრის კენჭს, დაფინანსება ეზრდებათ რვა პოლიუტიკურ პარტიას და აღუდგებათ იმ ექვს ოპოზიციურ პარტიას, რომლებმაც მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უარი განაცხადეს დეპუტატობის მანდატებზე და ივლისში პარლამენტის გადაწყვეტილებით ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდათ.

2009 წლის ბიუჯეტიდან პარტიების დასაფინანსებლად სულ გამოიყოფა, დაახლოებით, 6 მლნ ლარი. აქედან დაახლოებით 2 მლნ 100 ათასი ლარი გადაირიცხება სპეციალურ ფონდში, რომლიდანაც ცალკე მოხდება პარტიების და ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საარჩევნო საკითხებზე იმუშავებენ.  პარტიებს შეუძლიათ ფონდის თანხები გამოიყენონ მხოლოდ კვლევების ჩასატარებლად, ასევე მივლინებების და ტრეინინგების დასაფინანსებლად. აღნიშნული ფონდი ჯერ არ დაარსებულა. 

პარლამენტში გავრცელებული პროექტის თანახმად, 2009 წელს პარტიების დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • ნაციონალური მოძრაობა -  ბიუჯეტიდან - 2 040 185 ლარი, ფონდიდან - 213 000 ლარი;
  • ლეიბორისტული შრომის პარტია - ბიუჯეტიდან - 497 338 ლარი, ფონდიდან 106 000 ლარი;
  • კონსერვატორები - 354 748 ლარი, ფონდიდან 106 000 ლარი;
  • ქრისტიან დემოკრატები - 786 651 ლარი, ფონდიდან 213 000 ლარი;
  • მრეწველები - 345 947 ლარი, ფონდიდან 106 000 ლარი;
  • რესპუბლიკელები - 354 748 ლარი; ფონდიდან 106 000 ლარი;
  • ქართული დასი - 109 607 ლარი; ფონდიდან - 23 000 ლარი;
  • ჩვენ თვითონ - 116 807 ლარი; ფონდიდან - 23 000 ლარი;

ექვსი ოპოზიციური პარტია, რომლებსაც აღუდგებათ დაფინასება, თითოეული მიიღებს 102 407 ლარს; პლიუს ფონდიდან 23 000 ლარს თითოეული. ეს პარტიებია: საქართველოს გზა; ხალხის პარტია; მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; ეროვნული ფორუმი; ახალი მემარჯვენეები; პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება.

უმრავლესობიდან დეპუტატ პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ერთადერთი ვისაც ამ ახალი კანონით პირდაპირი დაფინასება უმცირდება არის ნაციონალური მოძრობა და ეს შემცირებული თანხა 108 ათასს შეადგენს, თუმცა ოპოზიცია ამ შემცირებას არსებული დაფინასების გათვალისწინებით - 2 მილიონ ლარზე ოდნავ მეტი -”უმნიშვნელოს” უწოდებს.

”ჩვენ გამოვდივათ ნებაყოფლობითი ინიციატივით, რათა შემცირდეს ნაციონალური მოძრაობის საბაზისო დაფინასება [150 000 ლარი] და ეს თანხა მოხმარდეს სხვა პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომეთაც უფრო მეტად სჭირდება გაძლიერება,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. ”ეს დაფინანსება მოემსახურება [დამატებიტი დაფინასება] ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების ინტიტუტის, მათ შორის პირველ რიგში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინსტიტუტის გაძლიერებას”. 

არსებული კანონპროექტის ცალკეულ პუნქტებთან  გარკვეული დაპირისპირება არსებობს საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. 29 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარესთან 2 საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა უმცირესობიდან ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ერთადერთი, რაზეც მოხდა შეთანხმება არის ის, რომ პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების პარალელურად მიიღებს სპეციალურ დადგენილებას, რომელიც საშუალებას მისცემს დეპუტატებს გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელონ დებატები აღნიშნულ სადაო საკითხებზე და ამის საფუძველზე უკვე შემდგომ მოხდეს კანონში ცვლილებების შეტანა.  

საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ერთადერთი რაზეც მოხდა შეთანხმება არის ის, რომ პარტია ერთ მანდატზე 600 ლარს მიიღებს, თუ პარლამენტში 30 დეპუტატზე მეტის გაყვანას ვერ შეძლებს, ნაცვლად არსებული 50-ისა, ხოლო 30 მანდატს ზევით პარტია 100-100 ლარს მიიღებს.
 
ივლისში მიღებული გადაწყვეტილებით დაფინასება შეუწყდათ ახალ მემარჯვენეებს, ეროვნულ ფორუმს,  თავისუფლებას, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, საქართველოს გზას და ხალხის პარტიას, რომელთაც გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში ამომრჩეველთა 18%-მდე მხარდაჭერა მიიღეს. ეს პარტიები ჯამში, დაახლოებით, 600 ათას ლარს ვეღარ იღებდნენ. მაშინ ამ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი პარტიის ინიციატივას ”სადამსჯელო ღონისძიება” და ”დევნა” უწოდეს.

ივლისში დაფინანსება შეუნარჩუნდათ ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც დარჩა საპარლამენტო პარტიად, რადგან მისი დეპუტატების უფლებამოსილება კვლავ ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი მათგანი, მათ შორის პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას არ იღებს.

ადგილობრივ არჩევნებში მიღებული შედეგების გამო ასევე დაფინასება უნარჩუნდებოდათ კონსერვატიულ პარტიას (გაერთიანებული ოპოზიციის სუბიექტი), რესპუბლიკელებს და მრეწველებს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9