Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Freedom House: საქართველო არჩევითი დემოკრატიების რიგებს ტოვებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 იან.'09 / 11:44

საქართველო რჩება ”ნაწილობრივ თავისუფალ” ქვეყნად, მაგრამ ის აღარ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არჩევით დემოკრატიებად ითვლებიან, ნათქვამია Freedom House-ის ყოველწლიურ მოხსენებაში.

”საქართველო ჩამოქვეითდა, ნაწილობრივ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სტილში ავტორიტარული ტენდენციების გამო,” - ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც 12 იანვარს გამოქვეყნდა.

”საქართველოს დაღმავალი ტენდენცია განპირობებულია [2008 წლის] საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზებით, მათ შორის არის უამრავი ცნობა დაშინების ფაქტების შესახებ და სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რამაც საგრძნობლად არათანაბარი პირობები შექმნა, რითაც მმართველმა პარტიამ ისარგებლა”.

არჩევითი დემოკრატიების რიგები საქართველოსთან ერთად ასევე დატოვეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, მავრიტანიამ და ვენესუელამ.

”ამ ქვეყნების დაქვეითება აღსანიშნავია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყნები თავიანთ რეგიონებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მათგან ორი ქვეყანა, მავრიტანია და საქართველო, ადრე მიჩნეული იყვნენ დემოკრატიული მსოფლიოს ახალ წევრებად,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”საქართველოში მოეწყო ერთ-ერთი პირველი ფერადი რევოლუცია და წარმოადგენდა ერთ-ერთ ნათელ წერტილს ყოფილ საბჭოთა კავშირში; მისი არაპროგნოზირებადი კურსი, მათ შორის 2007 წელს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და აგვისტოში რუსეთთან ომი, ბოლო ორი წლის ყველაზე შემაშფოთებელი მოვლენების რიცხვს განეკუთვნება”.

Freedom House-მა თავის ყოველწლიურ მოხსენებებში წელს პირველად შეიყვანა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი, რომელიც მოექცა კატეგორიაში ”სადავო ტერიტორიები” - სუვერენული სახელმწიფოების გარდა, ორგანიზაცია მოხსენებაში ასევე მიმოიხილავს ამ ტიპის ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც. 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთი ”არათავისუფალ” და ”მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ რეჟიმებს” განეკუთვნება.

სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, მოხსენება აფხაზეთს აღწერს, როგორც ”ნაწილობრივ თავისუფალს”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15