Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობა დეპუტატებს ”ენგურჰესზე” მემორანდუმს აცნობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 თებ.'09 / 18:31

მთავრობამ რუსულ კომპანია ”ინტერ რაო”-სთან ”ენგურჰესთან” დაკავშირებით ხელმოწერილი მემორანდუმი დღეს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს გააცნო.

დოკუმენტი, რომელიც არ არის იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება, კვლავ კონფიდენციალური რჩება ფართო საზოგადოებისათვის, რადგანაც ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ იგი ”კომერციულ საიდუმლოებებს” შეიცავს.

”მხოლოდ ერთი პუნქტია [მემორანდუმში], რომელიც კომერციულ საიდუმლოებას შეიცავს და ის ეხება ელექტროენერგიის ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს,” - განუცხადა დეპუტატმა პაატა დავითაიამ Civil.Ge-ს 5 თებერვალს. ”[ენერგეტიკის] მინისტრმა [ალექსანდრე ხეთაგურმა] სხვა პუნქტებზე საჯაროდ ისაუბრა და ამ კუთხით ახალი არაფერია”.

”როგორც დავპირდით, ვუჩვენეთ მათ [საპარლამენტო უმცირესობას] დოკუმენტი და მათ ნახეს, რომ მემორანდუმში არაფერია პრობლემური ჩვენი ქვეყნისთვის,” - განუცხადა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს 5 თებერვალს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ”ინტერ რაოსთან” ენგურჰესის ერთობლივ მართვაზე მემორანდუმს ხელი დეკემბრის ბოლოს მოაწერა.

იანვარში ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმების ერთ-ერთი ასპექტია ”ინტერ რაოს” მიერ თურქეთში ”ენგურჰესის” მეშვეობით ელექტროენერგიის ექსპორტი.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართველოსა და ”ინტერ რაოს” შორის შეთანხმება მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, რაც მხარეები ხელს მოაწერენ იურიდიულად სავალდებულო კონტრაქტს. დეპუტატმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ იგი მოითხოვს სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის ხელმოწერამდე, კონტრაქტის შედგენის პროცესის გაკონტროლების მიზნით.    
 

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37