Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევაში ინციდენტების პრევენციის მექანიზმებზე შეთანხმდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 თებ.'09 / 10:35

ჟენევის შეხვედრის მონაწილე მხარეები 18 თებერვალს შეთანხმდნენ ”ინციდენტების ერთობლივი აღკვეთისა და საპასუხო მექანიზმების წინადადებებზე” ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად.

ერთობლივ განცხადებაში, სამმა შუამავალმა  - ევროკავშირმა, ეუთომ და გაერომ - განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში გაჩნდა კონსენსუსი ინციდენტების პრევენციის საკითხის ირგვლივ.

მათი თქმით, ეს მექანიზმები მოიცავს ყოველკვირეულ ან თუ საჭირო გახდება უფრო ხშირ შეხვედრებს ”იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე დაძაბულობის ზონებში და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით”. ასევე შეიქმნება 24-საათიანი ცხელი ხაზი.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ შესაძლო ერთობლივ ვიზიტზე დაძაბულობის კერებში.

ეუთოს ბერძნული თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხარლამპოს ხრისტეპოლუსმა განაცხადა, რომ ეს შეთანხმება არის ”მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი”. გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ ხაზი გაუსვა, რომ ესაა ”პირველი მნიშვნელოვანი შეთანხმება”, ხოლო ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა აღნიშნა: ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონსენსუსით მიღებული წინადადებები მნიშვნელოვანი ეტაპია სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის გზაზე”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია, რომელიც ჟენევაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, მიესალმა შეთანხმებას, როგორც ”სწორი მიმართულებით გადადგმულ კარგ ნაბიჯს”, თუმცა ასევე დაამატა, რომ ”ეს არაა გარღვევა”.

”ახლა რუსეთის პოლიტიკური ნებაა საჭირო მიღწეული შეთანხმებების შესრულებაში”, - აღნიშნა მან.

”დოკუმენტი მიღებულია. ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია,”- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა შეხვედრის შემდეგ, ”არ იყო ადვილი ამ დოკუმენტზე შეთანხმება; ახლა მნიშვნელოვანია მისი შესრულების დაწყება. ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ყველა მიღწეული შეთანხმება”.

”ეს არ არის თვით-განხორციელებადი დოკუმენტები. მათი ამოქმედება დამოკიდებული იქნება ყველა მხარის კეთილ ნებაზე და ჩვენ შევხედავთ, ამ მიზნის მისაღწევად გაგრძელდება თუ არა ის კეთილი ნება, რომელიც დღეს დაფიქსირდა, უკვე ადგილზე,”- განაცხადა დანიელ ფრიდმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მოლაპარაკებების შემდეგ.

იმავდროულად, მხარეებმა შეათანხმეს ჟენევის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გაზაფხულზე გამართვა, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ დასადგენია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17