Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქეიმ ”იმედი” არაბულ კომპანიას მიყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 თებ.'09 / 18:36

ტელეკომპანია ”იმედის”, რადიო ”იმედის” და ტექნომედიას 90% წილის მფლობელი არაბული საინვესტიციო ჯგუფი Rakeen Georgia გახდა, წილის 10% კი ჯოზეფ ქეის საკუთრებაში რჩება. ამ გარიგების ფინანსური მხარე უცნობია.

სამივე კომპანიის გაყიდვის შესახებ განცხადება ჯოზეფ ქეიმ არაბ პარტნიორებთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე გააკეთა. მან ამ ნაბიჯის მთავარ მიზეზად ფინანსური კრიზისით გამოწვეული ბიზნეს პრობლემები დაასახელა.

”ჩემი ბიზნეს ინტერესები არ წარმოადგენს მხოლოდ ”იმედს”,”- განაცხადა მან, ”სამწუხაროდ, ყველგან, რომელ ბიზნესშიც ჩართული ვარ მე, საჭიროა ახალი ფინანსების ჩადება, უფრო მეტად ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რათა მე ”იმედისთვის” მიმეცა საშუალება არა მარტო ჩემი ფინანსური გვერდზე დგომის, არამედ უფრო ძლიერი ფინანსური პარტნიორის გვერდზე დგომის”.

პირველი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ახალი ფლობელი აპირებს, არის მართვის ჰოლდინგური სტილის შემოღება, რომელიც მოიცავს ტელე და რადიო კომპანიებს და ასევე ტექნომედიას, რომელიც ტელერადიოკომპანიის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს.

”მინდა მოგცეთ პირობა, რომ აუცილებლად ”იმედი” დაიბრუნებს იმ ლიდერის პოზიციას, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა,”- განაცხადა ქეიმ.

ტელეკომპანია ”იმედის” დაფუძნებლის, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, რომელიც ქეის ხელისუფლების მხარდაჭერით ”იმედის” თაღლითურ მიტაცებაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ განაგრძობს ბრძოლას ტელეკომპანიის და მთაწმინდის პარკის დასაბრუნებლად, რომელიც ასევე Rakeen Georgia -ს იჯარით ივლისში  გადაეცა.

”ქეისა და ხელისუფლების მცდელობა, არხი სხვას გადასცენ, არანაირად არ შეცვლის ოჯახის პოზიციას,”- ნათქვამია ოჯახის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

”რაც შეეხება კომპანია Rakeen-ს, რომელიც როგორც დღეს გაცხადდა არა მხოლოდ მთაწმინდის პარკის, უკვე ”იმედის” მფლობელიცაა, ვერასდროს იქნება ”კეთილსინდისიერი მყიდველი, რადგან მისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ როგორ მოხდა ”იმედისა” და მთაწმინდის პარკის ოჯახისთვის ჩამორთმევა, რაზეც საერთაშორისო სასამართლოებში დავა მიმდინარეობს,”- აცხადებს პატარკაციშვილის ოჯახი. 

რას ალ ხაიმას საინვესტიციო ფონდმა გასულ წელს ასევე შეიძინა ფოთის პორტი და ამჟამად იქ თავისუფალ სავაჭრო ზონას ავითარებს.

წელს კი RAK Georgia Holding-ის შვილობილმა კომპანიამ სახალხო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ კომპანიის უკან შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ახლობლები დგანან და არა RAK Georgia Holding-ი. თუმცა, ეს ბრალდება თავად ჰოლდინგმა უარყო.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37