Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ერთიანობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 მარ.'09 / 15:49

პრეზიდენტმა სააკაშვილმა áƒ’ანაცხადა, რომ ბოლო დროს áƒ¥áƒáƒ áƒ—ულ პოლიტიკაში ბევრი ფულია და áƒ”ს ”კარგი საქმისთვის არ ჩნდება”.  

მან 3 მარტს თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანაში მოწყობილ შეხვედრაზე საუბრისას მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის მიზნით ქვეყნის შიგნით ერთიანობისკენ და სტაბილურობისკენ მოუწოდა.

”შემდგომი  6-9 თვე იქნება რთული მთელი მსოფლიოს მასშტაბთ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ამ პირობებში გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს, მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიმშვიდე”.

”ამიტომ ჩვენი მთავრობის ამოცანა არის, რომ ერთის მხრივ, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე და ეს არავის არ დავარღვევინოთ და მეორეს მხრივ, განვახორციელოთ ის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ჩვენ ძალიან ადრე ჩამოვაყალიბეთ, როცა ვხედავდით რომ საქმე მიდის მსოფლიოში ცუდად და რა თქმა უნდა, ეს დაარტყამდა საქართველოს,”- განაცხადა მან შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.  

სააკაშვილის áƒ—ქმით, ეკონომიკა ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს პოლიტიკურ რყევებზე.

”მე მინდა ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდო ან პოლიტიკოსობაზე ან ექსპერტობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანს: მოდით ნაკლები ვიფიქროთ ჩვენს სკამებზე და სკამების მოპოვების სურვილზე და მეტი ვიფიქროთ ჩვენი ხალხის მაცივრებზე და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე, სიმშვიდეზე და მომავალზე”- განაცხადა მან.

”იცით პოლიტიკოსებს აქვთ ბევრი ფული, მე შევამჩნიე, სამწუხაროდ - ეს არ ეხება და ვაკონტროლებ, რომ არ ეხებოდეს ჩემი პარტიის პოლიტიკოსებს. ჩნდება რაღაც სხვადასხვა წყაროებიდან საქართველოში ბევრი ფული პოლიტიკაში, კარგი საქმისთვის არ ჩნდება და ესეც მისახედია,”- áƒáƒ¦áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒ მან.   

27 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რუსეთი პირდაპირი სამხედრო აგრესიის ნაცვლად, შეეცდება საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მიზანს შიდა არასტაბილურობით მიაღწიოს, მათ შორის, მისი თქმით, áƒ˜áƒ¡áƒ”თი ”ოდიოზური” ფიგურების დახმარებითა და ფინანსებით, როგორებიც არიან მოსკოვში მყოფი აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე, შევარდნაძის მმართველობის დროს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე და სხვები.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ áƒáƒ áƒ¡áƒ”ბული ეკონომიკური სირთულეების ფონზე, რომელიც ”შეიძლება ერთი წელიწადიც” კი გაგრძელდეს,  მთავრობა პარლამენტის დახმარებით სოციალური პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მწვავე კამათის მიუხედავად, ”გვაქვს ძალიან კარგი დიალოგი საპარლამენტო ოპოზიციასთან”.

”დღეს როგორც არასდროს, გვჭირდება ერთად ყოფნა, ერთმანეთის ხელის ჩაკიდება და ერთმანეთთან დიალოგი,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ”ეკონომიკურ დიპლომატიას პირადად მე ვხელმძღვანელობ”. მან მაგალითად მოიყვანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ბოლო ვიზიტი, სადაც მისი თქმით,  ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტის ”დასაძრავად” იმყოფებოდა, რომელსაც რას ალ-ხაიმას საამირო áƒáƒ®áƒáƒ áƒªáƒ˜áƒ”ლებს.

”მთავარი არის ის, რომ სადაც ჩავდივარ ჩამოვიტანოთ ფული,”- განაცხადა სააკაშვილმა,  ”მირჩევნია ზოგიერთი სხვა ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრას, თუ ის არ დებს ინვესტიციებს, áƒáƒªáƒ˜ სამუშაო ადგილის შემქმნელ მეწარმესთან ჩახუტება და დიალოგი”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9