Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გენშტაბის უფროსი შეცვალეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 მარ.'09 / 14:30

საქართველო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თანამდებობა დანიშვნიდან ოთხი თვის თავზე დატოვა.

თუმცა, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ კომენტარში თავს არიდებს ტერმინის ”გადადგომის” გამოყენებას და ამის სანაცვლოდ აცხადებს, რომ მან მხოლოდ თანამდებობა შეიცვალა და ”დააწინაურეს” თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.

ჩაჩიბაიას მოადგილე, დევი ჭანკოტაძე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი გახდება. ორივე საკადრო წარდგინება 5 მარტს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ განახორციელა.

”პოლკოვნიკი ჩაჩიბაია გახდება ჩემი პირველი მოადგილე, რომელიც კურირებას გაუწევს თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის დეპარტამენტს, ანალიტიკურ დეპარტამენტს და ასევე თემატურად მე მინდა მას ვთხოვო და მთლიანად ჩავაბარო განათლების სფერო,”- განაცხადა სიხარულიძემ ბრიფინგზე, რომელსაც ორივე კანდიდატი ესწრებოდა. 

ჩაჩიბაიას გადადგომის თაობაზე ხმები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

ქართული პრესის ვარაუდით ჩაჩიბაიას უკმაყოფილება გამოიწვია თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბაჩო ახალაიას სავარაუდო ჩარევამ გენშტაბის საქმიანობაში. თავდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში ბაჩო ახალაია გაერთიანებული შტაბის ლოგისტიკურ ერთეულის გაკონტროლებას კურირებს. ახალაია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2008 წლის დეკემბერში დაინიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება.   

4 მარტს რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიურო იტყობინებოდა ჩაჩიბაიას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ პრეზიდენტმა მისი განცხადება დააკმაყოფილა.

”პოლკოვნიკი ჩაჩიბაია არის გამოცდილი სამხედრო და პრინციპული ოფიცერი და არმიაში ორმაგი-ხელმძღვანელობა - რომლის შესახებაც პრესა იტყობინებოდა - მისთვის მიუღებელი იყო... როგორც ჩანს, სწორედ ეს არის გადადგომის შესახებ მისი გადაწყვეტილების მიზეზი,” - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა და რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ.

ომის შემდეგ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის ეს უკვე მეორე ცვლილებაა. 4 ნოემბერს განხორციელებული საკადრო ცვლილების შედეგად გენშტაბის უფროსად ჩაჩიბაიამ ზაზა გოგავა შეცვალა. ეს უკანასკნელი სასაზღვრო პოლიციის უფროსად დაინიშნა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13