Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გამყრელიძე: მხოლოდ ჩვენს შეცდომას შეუძლია სააკაშვილის გადარჩენა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 აპრ.'09 / 11:03

ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენელმა, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ფრთხილი უნდა იყოს, რადგან ”მხოლოდ ჩვენს შეცდომას შეუძლია სააკაშვილი გადაარჩინოს”.

”თუ ჩვენ როგორღაც გადავალთ კანონიერ ჩარჩოებს ან წამოვეგებით პროვოკაციებს, ამით მხოლოდ სააკაშვილი დარჩება მოგებული; ასეთი სცენარი იქნება მისი ერთადერთი გადარჩენა. სხვა შემთხვევაში შანსი არ აქვს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ პროტესტი მშვიდად ყოველდღიურად,”- განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაშინ როცა ხელისუფლება დიალოგს თავაზობს, ვერ ხედავს კონკრეტულ მზადყოფნას მმართველი პარტიიდან და პრეზიდენტისგან, რომ მზად არიან მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდნენ.

”ისინი დიალოგს გვთავაზობენ,”-  განაცხადა მან, ”მაგრამ რას გვთავაზობენ? თუ მას [პრეზიდენტ სააკაშვილს] სურს დიალოგი, პირველ რიგში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები; მაგალითად, შეცვალოს [შს მინისტრი] ვანო მერაბიშვილი, მაგალითად, [სახალხო დამცველით] სოზარ სუბარით; ან დაუბრუნოს ”იმედი” მესაკუთრეს... მაგრამ არა მგონია, მას ამის გაკეთება შეეძლოს, რადგან მაესტროს მისცა ეთერში გასვლის საშუალება და უკან შემოუბრუნდა და ეს მან კარგად იცის”.

გამყრელიძემ ეს განცხადება გუშინ გია გაჩეჩილაძესთან ”საკან #5”-ში სტუმრობისას გააკეთა.

”დღეს ბევრჯერ მკითხეს უცხოელმა ჟურნალისტებმა: რატომ არ იღებთ ხელისუფლების შემოთავაზებას მერის პირდაპირი არჩევის თაობაზე,” - განაგრძო გამყრელიძემ, ”მაგრამ პრეზიდენტია კრიზისის წყარო ქვეყანაში და არა სხვა ვინმე”.

გამყრელიძის განცხადების ანალოგიურად, გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან, რომელიც ასევე სტუმრობდა ”საკანს” განაცხადა: ”კარგით, დავუშვათ ჩვენ მოვხსენით გადადგომის მოთხოვნა; შემდეგ რა? რას გვთავაზობს ის? საარჩევნო კოდექსის რეფორმას? ... ეს სასაცილოა”.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49