Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტის პასუხი ულტიმატუმს - სრული ტექსტი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 აპრ.'09 / 14:01

ქვემოთ მოცემულია საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის სრული ტექსტი, 10 აპრილი

”მე ასევე მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა გუშინდელ დღესთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიისთვის.

ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა გუშინ თავისი აზრი გამოხატა ისე, როგორც ეს შეეფერება დემოკრატიულ, მაღალი კულტურის მქონე, განვითარებულ ან განვითარების პროცესში მყოფ ევროპულ ქვეყანას.

მე მოხარული ვარ, რომ გუშინ ჩვენმა სახელმწიფომ, ჩვენმა სახელმწიფო აპარატმა და ჩვენმა მოქალაქეებმა, პოლიტიკური სპექტრის დიდმა უმრავლესობამ გამოიჩინა პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობით მიუდგა ამ საქმეს.

ჩვენ უნდა მივდგომოდით ამ საქმეს პასუხისმგებლობით იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ, რა თქმა უნდა, ყველანაირ პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირდება რისკები რყევების და გარკვეული, გარკვეული კი არა სერიოზული ეკონომიკური პრობლემების.

მაგალითად, მე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად იყო გაზრდილი სავალუტო ბირჟაზე მოთხოვნა დოლარზე, სწორედ იმის გამო, რომ იყო გაბერილი მოლოდინი 9 აპრილთან დაკავშირებით. დღეს ბირჟა მთლიანად დასტაბილურდა როგორც იყო წინა თვეების განმავლობაში. ე.ი. საზოგადოება, ბიზნეს-სექტორი მიხვდა, რომ დღეს საქართველო სტაბილური, მყარი, სწრაფად განვითარებადი დემოკრატიაა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე უცხოურმა ჯგუფმა სწორედ ამ 9 აპრილთან გადადო ჩამოსვა, ე.ი. მილიარდების და მილიონების ჩადება საქართველოში იმ წუთისთვის და ე.ი. სამუშაო ადგილებს რაღაც პრობლემები ამით შეექმნა, გუშინ  ჩვენი მეგობრები და სხვები [ბიზნესმენები] იყვნენ ჩამოსულები, სპეციალურად ჩამოვიდნენ ამ დღეს, რომ ეჩვენებინათ, რომ მათ სჯერათ საქართველოს მომავლის. ეგვიპტელებთან ჩვენ მოვაწერეთ ხელი, ნახეთ.

და ყველა დანარჩენებმა უკვე დაადასტურეს, რომ ისინი განაახლებენ სრულფასოვან კონტაქტებს და სრულფასოვან ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში. ე.ი. ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მე მინდა გვესმოდეს, რომ ყველა ეს ინვესტიცია ნიშნავს ქართული ოჯახებისთვის, საქართველოს მრავალეთნიკური მოსახლეობის თითოეული წარმომადგენლისთვის ახალი შანსის, ახალი შესაძლებლობების მიცემას.

მე მინდა ვუთხრა გუშინ იქ შეკრებილ ხალხს და იმ ხალხს, რომელიც გამოხატავს დემოკრატიულ პროცესს. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული იმ მოქალაქის აზრი, რომელიც გამოხატავს თავის პროტესტს, ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პოზიცია, რომელიც გამოხატული იქნა გუშინ.

მე გულთან მიმაქვს თითოეული მათგანის გაჭირვება, თითოეული მათგანის პრობლემა, თითოეული მათგანის მოლოდინი, თითოეული მათგანის იმედები, ვინაიდან მე კარგად ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დიდი გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც გააღრმავა ომმა და კრიზისმა.

მე ვიცი, რომ უამრავი ჩვენი მოქალაქე სიმწრით უმკლავდება ყოველდღიურ გაჭირვებას. არ აქვს ელემენტარულად ოჯახის გამოკვების საშუალება. ბევრ ადამიანს აქვს უბრალოდ პერსპექტივის განცდა გამქრალი თავის მომავალთან, თავის დასაქმებასთან, თავისი ოჯახის მომავალთან და ოჯახის დაცულობასთან დაკავშირებით.

დღეს ჩვენი მოქალაქეები ამ გაჭირვების გამო, ამ გამოუვალობის გამო, რომელსაც ისინი ხვდებიან, ამ უპერსპექტივობის განცდის გამო, რომელიც ბევრ მათგანს, სამწუხაროდ, გააჩნია, არიან გაბრაზებულები. 

და მინდა გითხრათ, რომ მეც ძალიან გაბრაზებული ვარ ამ გაჭირვების, ამ პრობლემების, ამ ეკონომიკური სიდუხჭირის და იმ უსაფრთხოების პრობლემების გამო, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას.

მაგრამ ამ ყველაფრის გადალახვა არ არის იოლი და ეს მოითხოვს დიდ შრომას, დიდ განსჯას და სწორ გადაწყვეტილებებს.

ყველაზე მეტად ეს მოითხოვს ყველა მოქალაქის ერთიანობას, პოლიტიკური ძალების ერთიანობას მთავარ საკითხებზე, დიალოგს და ერთად ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის და მათი როლის გაზიარებას, ხელის ჩაკიდებას, ერთმანეთის გვერდზე დადგომას მთავარი საკითხების გადაწყვეტის დროს. 

ეს მოითხოვს დიალოგს და ჩვენი მხრიდან ყოველთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, ბოლო წლის განმავლობაში, იყო გამოხატული მზაობა დიალოგისთვის.

ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი ამ დიალოგის მეშვეობით გადავწყვიტეთ დაკავშირებული საკითხები ქვეყნის რეფორმირებასთან, სიტყვის თავისუფლებასთან, დემოკრატიული სისტემის დახვეწასთან.

და მთავარი, რაზეც ახლა უნდა ვილაპარაკოთ და რაზეც უნდა იყოს დიალოგი, არის ის როგორ გავცეთ პასუხები ჩვენი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს.

ეს კითხვებია: როგორ დავძლიოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი; როგორ შევქმნათ და გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები და დღეს სწორედ ამ კითხვას ვცემთ ყველანი პასუხს; როგორ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და როგორ უზრუნველვყოთ უცხო ჯარების გასვლა საქართველოდან, საქართველო დეოკუპაცია; როგორ მოვახდინოთ პოლიტიკური სისტემის უფრო მეტად რეფორმირება გახსნილობისკენ, სტაბილურობისკენ, დემოკრატიული დიალოგისკენ და როგორც მოვახდინოთ, როგორ დავხვეწოთ სასამართლო სისტემა ისე, რომ საქართველო იყოს უფრო სამართლიანი ქვეყანა და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს სამართლიანობის ბევრად უფრო მეტი განცდა.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველაზე ადვილი არის განხეთქილება და დაპირისპირება. ყველაზე მარტივია ულტიმატუმებით ლაპარაკი და იმ პოზაში ჩადგომა, რომ მე არ მაინტერესებს მეორე ადამიანის აზრი. ყველაზე მარტივია და დიდ შრომას არ მოითხოვს კატეგორიულობა და დიალოგზე უარით თქმა.

მაგრამ რთულია ერთად მუშაობა, თანამშრომლობა, წყენის დავიწყება, ერთმანეთის მოსმენა, აზრების გაზიარება, თუნდაც ნაწილობრივ, შენი მოსაუბრის პოზიციის გაზიარება, მიღება და შენი პოზიციის თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შეცვლა.

დღეს როდესაც ქვეყანას უჭირს, დღეს როდესაც ჩვენ მოქალაქეებს უჭირს და ბევრი ოჯახი იბრძვის არსებობისთვის და თავის მომავლისთვის, ჩვენ სხვა ალტერნატივა, თუ არა დიალოგი და პასუხისმგებლობის გაზიარება  - სხვა ალტერნატივა უბრალოდ ნამდვილად არ გაგვაჩნია.

ახლა არის დრო, როცა ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და მოვუსმინოთ ერთმანეთს. გავიზიაროთ ერთიანი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, უზრუნველყოთ მისი უკეთესი მომავალი  და დავეხმაროთ ჩვენს ხალხს.

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ საქართველოს მთავრობის - რომელიც არის ძალიან კონსოლიდირებული, რომელმაც ყველას დაანახა, რომ ის არის კონსოლიდირებული, ეფექტური, სწორი პროგრამის მქონე მთავრობა; მთავრობა, რომლის მთავარი მიზანია ემსახუროს ხალხს და რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი უფროსი და მხოლოდ ერთი მითითების მიმცემი, ეს არის ქართველი ხალხის, მთლიანად ქართული საზოგადოება მისი ყველა შრის ჩათვლით -  ყველა პოლიტიკურ ძალასთან დიალოგისთვის მზადყოფნას ამ მთავრობის.

მიუხედავად იმისა, რომ არიან პოლიტიკური ძალები რადიკალური, ნაკლებად რადიკალური, უფრო მკვეთრი რიტორიკის, უფრო შემრიგებლური პოზიციის  - ჩვენ ყველას აზრი გვაინტერესებს, ჩვენ ყველასთან ვართ მზად ვისაუბროთ, აი სწორედ იმ თემებზე, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27