პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ პიკეტირების ტაქტიკა, მათ შორის პრეზიდენტის რეზიდენციის, არის ნერვების ომის გაგრძელება, ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს ”მუშაობა ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე”.
13 აპრილს ტელეკომპანია ”იმედთთან” საუბრისას მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია კვლავ სთავაზობს ოპოზიციას დიალოგის დაწყებას მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის დემოკრატიულ რეფორმებზე და ეკონომიკურ პრობლემებმზე.
მისი თქმით, ხელისუფლება სთავაზობს ოპოზიციას დიალოგის დაწყებას ახალ საკონსტიტუციო სისტემაზე, ”სადაც პარლამენტს მეტი უფლებები ექნება, ვიდრე პრეზიდენტს - სადაც ძალაუფლება პარლამენტში იქნება კონცენტრირებული”.