Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი დიალოგზე მზადყოფნას გამოხატავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 აპრ.'09 / 11:55


პრეზიდენტი სააკაშვილი სამების ტაძარში, ილია II-ს გვერდით, 28 აპრილი. ფოტო: ინტერპრესნიუსი


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შენდობის დღე აღინიშნა, განაცხადა, რომ ყველა უნდა გათავისუფლდეს სიძულვილისა და პიროვნული ქიშპისგან.

მისი თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ”მეორე მხარის პოზიციის გაზიარების სიტუაციაში”. ”ჩვენ არასდროს არ ავიღებთ იარაღს ერთმანეთის წინააღმდეგ,”- განაცხადა მან.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია ერთადერთი არასაპარლამენტო ოპოზიციური ლიდერი იყო, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო წირვას, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ოპოზიციის სხვა ლიდერები წირვას სხვა ტაძრებში დაესწრნენ.

სააკაშვილის თქმით, იგი მზად არის დაუყონებლივ დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან და იგივე საკითხები ჩამოთვალა, რომელსაც ხელისუფლება ქუჩის აქციების დაწყებამდეც კი სთავაზობდა ოპოზიციას - ეკონომიკური სირთულეების გადაჭრა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები.

”მე მინდა მივესალმო, რომ აქ ხართ სხვადასხვა ადამიანები, სხვადასხვა ხალხი, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები,” - განაცხადა სააკაშვილმა. ”მე მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ჩვენ ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ მე მზად ვარ აქედან წავიდე დღესვე ან ხვალვე ან ზეგვე განვაახლო ის, რასაც დიდი ხანია ვიძახით - ერთმანეთთან საუბარი იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ჩვენი ხალხის გაჭირვებას, როგორ გადავლახოთ ჩვენი ქვეყნის სიძნელეები, როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, როგორ დავუდგეთ ერთად მტერს, რომელიც თბილისიდან 40 კმ-ის მანძილზე არის და დამიზნებული აქვს ჩვენზე მისი ზარბაზნები”.

”მაგრამ როგორც პირველი ნაბიჯი ჩვენი დიალოგისა, ჩვენი ერთად ყოფნისა, მე მინდა აქ ამ დიდ ტაძარში, საქართველოს პატრიარქის ამ დიდ პირმშოში, ყველამ ერთად ვთქვათ - სიძულვილი და აგრესია ჩვენ ურთიერთობებში არ უნდა იყოს და როგორც სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ განვსხვავდებით, ჩვენ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ჩვენ სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე, მომავალზე, მაგრამ ჩვენ მიუხედავად ამისა, არ ვართ და არასდროს არ ვიქნებით ერთმანეთის მტრები, ჩვენ არ ვართ და არასდროს არ ვიქნებით მოსისხლე მოწინააღმდეგეები, ჩვენ არასდროს არ ავიღებთ იარაღს ერთმანეთის წინააღმდეგ და ჩვენ ყოველთვის ყველა საკითხს გადავწყვეტთ ერთმანეთთან საუბრით, სიძულვილის, აგრესიის და მეორე მხარის პოზიციის გაზიარების სიტუაციაში და მდგომარეობაში,” - განაცხადა პრეზიდენტმა.

”აი ამის სიმბოლოდ, თითოეულ ამ მყოფ პოლიტიკოსს ჩამოვართვა ხელი და მე მინდა ვუთხრა: ჩვენ ალტერნატივა გარდა დიალოგისა, გარდა ერთად ყოფნისა, გარდა ერთიანი მომავლის მშენებლობისა უბრალოდ არ გაგვაჩნია. ჩემო ძვირფასო მეგობრებო მე მინდა ჩამოვიდე და ყველა თქვენთაგანს გამოგართვათ ხელი ნიშნად ამ ყველაფრისა, რომ ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები, ნამდვილად,” - დასძინა მან და თავისი გამოსვლის ბოლოს ხელი ჩამოართვა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც სამების ტაძარში ესწრებოდნენ შენდობის ლოცვას, მათ შორის ირაკლი ალასანიას.

ალასანიას გადაწყვეტილება სამების საკათედრო ტაძარში დასწრებოდა წირვას მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგანაც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს მანამდე, რომ ისინი ქაშუეთის და სიონის ეკლესიებში დაესწრებოდნენ წირვას.

”სამწუხაროდ, ხელისუფლება იყენებს ამ უდიდეს რელიგიურ მართლმადიდებლურ დღეებს პოლიტიკური PR-აქციებისთვის. ჩვენ სწორედ ამას ვარიდებთ დღეს თავს,”- განუცხადა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ მომიტინგეებს.

რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი შეეცადა, რომ 28 აპრილს მოგვიანებით გაექარწყლებინა ის სპეცულაციები, რომელიც ალასანიას გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

”მინდა ყველა დავამშვიდო, რომელიც შეიძლება აღაშფოთა ამ ფაქტმა; მინდა დაგარწმუნოთ, რომ [ალასანიას] ამ გადაწყვეტილების უკან პოლიტიკა არ ყოფილა; ჩვენ ყველამ [ოპოზიციურმა ლიდერებმა] ინდივიდუალურად მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელ ტაძარში გველოცა,"- განაცხადა ხიდაშელმა.

28 აპრილს გვიან საღამოს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საპროტესტო აქციების ორგანიზატორ ოპოზიციურ ლიდერებს შეხვდა.

”ჩვენ გავაცანით მის უწმინდესობას ჩვენი პოზიცია და ვუთხარით, რომ ჩვენ დიალოგის წინააღმდეგი არ ვართ და რომ ჩვენ გვინდა დიალოგი პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომაზე,” - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12