Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია ბაქრაძესთან შესახვედრად 4-კაციან ჯგუფს გააგზავნის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 მაი.'09 / 17:33

საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა პარტიებმა შექმნეს 4-კაციან ჯგუფი, რომელიც მზადაა დღესვე შეხვდეს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, რათა მომზადდეს შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან კრიზისის განმუხტვის მიზნით.

ჯგუფში შედიან გუბაზ სანიკიძე ეროვნული ფორუმიდან, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ალიანსი საქართველოდან; ამავე ალიანსიდან ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი ვიქტორ დოლიძე და უპარტიო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კოკა გუნცაძე.

”როგორც მოსამზადებელი ჯგუფი, ისინი ახლავე მზად არიან შეხვდნენ ბაქრაძეს, რომ მომზადდეს ძალიან მოკლე ვადაში  - და თუ შესაძლებელია როგორც კი ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი, თუ არა ხვალ -  შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან,”- განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბაქრაძესთან შეხვედრა უნდა შედგეს პარლამენტის შენობაში, სადაც შესვლაზე არანაირი დაბრკოლება არ იქნება.

მისი თქმით, მზადდება ოპოზიციის მეორე ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

ამასთან, მან განაცხადა, რომ ოპოზიციამ გადადო 8 მაისისთვის არსებული პიკეტირების და გზების გადაკეტვის გეგმები. ”ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობის მაჩვენებლი ამ ქვეყნის და მისი ინტერესების წინაშე,”- განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა ეს განცხადება ოპოზიციონერი ლიდერების 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ძალები განიხილავდნენ ბაქრაძის წინადადებას შეხვედრასთან დაკავშირებით.

ამ შეხვედრას არ დასწრებიან ალიანსი თავისუფლებისთვის ლიდერები. ამ ალიანსის წარმომადგენელმა, პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება არათუ ბაქრაძესთან, არამედ სააკაშვილთან შეხვედრასაც კი, რადგან მისი თქმით, ხელისუფლება კომპრომისისთვის არ არის მზად.

”სააკაშვილთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება,”- განაცხადა მან ”იმედის” გადაცემა ”დღის ქრონიკაში” პირდაპირ ეთერში საუბრისას, ”აქ გამოსავალი არის მშვიდობიანი, დემოკრატიული საპროტესტო აქციები, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს რეალურ კომპრომისამდე. ვფიქრობ ამისთვის ისინი [ხელისუფლება] ჯერ მზად არ ჩანან”.

”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი არცერთ შეთავაზებაზე წამომსვლელები არ არიან, თვით პირველ არხთან დაკავშირებითაც კი, საუბარი უკვე აღარ არის ვადამდელ არჩევნებზე,”- აღნიშნა გამსახურდიამ.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48