Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სტუდია ”მაესტროს” ოფისთან აფეთქება მოხდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 მაი.'09 / 12:35


ვიდეო: სტუდია ”მაესტრო”

დღეს, დაახლოებით ღამის 3 საათზე ტელეკომპანია ”მაესტროს” შესასვლელთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა შენობის შუშები და დაზიანდა ტელეკომპანიაში შესასვლელი რკინის კარი.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როცა პირდაპირ ეთერში გადიოდა ”საკანი #5”.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ხელყუმბარა იქნა ნასროლი ტელევიზიის შესასვლელი კარისკენ. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება სტუდია ”მაესტროში” მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ  მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის 187 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ”ნივთის დაზიანებას ან განადგურებას” ეხება ჩადენილს ”ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით”.

შსს-ის ცნობით, პოლიციამ ”მაესტროს” თხოვა მიეწოდებინათ ”ტელეკომპანიის კუთვნილ სამეთვალყურეო კამერაზე არსებული ჩანაწერი, თუმცა მათ განაცხადეს, რომ ასეთ ჩანაწერს არ ფლობენ”.

სტუდია ”მაესტროს” მფლობელმა მამუკა ღლონტმა, რომელმაც მომხდარს ”ტერაქტი” უწოდა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტელეკომპანიას გააჩნია გარე დაკვირვების კამერა, თუმცა ის ”სამწუხაროდ არ იწერს”. მისი თქმით, ”მწირი შესაძლებლობების” გამო მათ არ ჰყავთ არც დაცვა. 

მამუკა ღლონტმა ასევე განაცხადა, რომ მას გამოძიების არ სჯერა და პოლიციის მიმართ გამოთქვა პრეტენზია შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის დაახლოებით 50 წუთის დაგვიანებით, ხოლო კრიმინალისტების დაახლოებით 1.5 საათის დაგვიანებით მისვლის გამო. მან ასევე განაცხადა, რომ აფეთქებიდან დაახლოებით 20 წუთში საზოგადოებრივი დამცველის წარმომადგენელმა დახმარება სთხოვა შორიახლოს მდგარ საპატრულო ეკიპაჟს, თუმცა პატრული ”გაიქცა”. ”ამის კარდები ჩვენ გვაქვს,”- განაცხადა ღლონტმა. 

მისი თქმით, ტელეკომპანიას აქვს ვერსია, რომ აფეთქება განხორციელდა ”დაშინების” მიზნით, რადგან 25 მაისს საღამოს 9 საათზე იგეგმება ფილმის გაშვება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამო მსჯავრდებულების ციხეში ”დასვენებასთან” დაკავშირებით.  

”რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ბევრი ვერსია. ხელისუფლება იტყვის, რომ ეს თვითონ ოპოზიციამ მოაწყო, შეიძლება  ისიც კი თქვან, რომ ჩვენ თვითონ მოვუწყვეთ ჩვენს თავს.  ყველანაირ ვერსიას აქვს არსებობის უფლება,”- განაცხადა მან, ”მაგრამ პატრულის ამდენი ხნით დაგვიანება და კრიმინალისტების ამდენი ხნით დაგვიანება ძალიან სერიოზულ ეჭვებს იწვევს ჩემში. ნუთუ ჩვენ ხელისუფლებას არ აინტერესებდა ძალიან სწრაფად გამოეძია და ძალიან სწრაფად მიეღო ზომები?” 

იმავდროულად, მან მოუწოდა ჟურნალისტურ წრეებს სოლიდარობისაკენ.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ”მაესტროში” საზოგადოების წარმომადგენლები და რამოდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსი მივიდა. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლება დაადანაშაულა ”მაესტროს” დაშინებაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
51