Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაჩეჩილაძე სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ივნ.'09 / 10:46

ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უთხრა მას, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ბრალდებებით დაკავებული ოპოზიციური აქტივისტების საქმეების გადახედვა.

”ვფიქრობ, ეს ხალხი დაუბრუნდება თავიანთ ოჯახებს,” - განუცხადა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა, რომელიც ორ საათზე მეტი გაგრძელდა, 9 ივნისს პრეზიდენტის შავნაბადას რეზიდენციაში გაიმართა.

”ამ შეხვედრას აქვს შანსი, რომ შედეგი გამოიღოს, თუ ეს ხალხი უახლოეს პერიოდში გათავისუფლდება,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, იგი გაუგზავნის ხელისუფლებას აპრილის საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაკავებული აქტივისტების ზუსტ სიას.

გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ მსგავსად სააკაშვილთან 11 მაისს გამართული პირველი შეხვედრისა, ამ შეხვედრამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ”ჩვენი აღქმა რეალობისა და სიმართლისა განსხვავდება”.

მისი თქმით, სააკაშვილმა ისევ ისაუბრა იმ წინადადებებზე, რომელიც მან ოპოზიციას 11 მაისის შეხვედრის შემდეგ შესთავაზა. მაშინდელ შეხვედრაში გაჩეჩილაძესთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ალასანია და კახა შარტავა.

”მან ისევ ისაუბრა ადგილობრივ არჩევნებზე და იმ საკითხებზე, რომელიც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის; მაგრამ მე ვუთხარი, რომ მერის არჩევნები ვერ განმუხტავს დაძაბულობას,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ. ”პრობლემა არის უნდობლობაში, რომელიც ხალხს ამ ადამიანის [სააკაშვილის] მიმართ აქვს”.

მან ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდება.

ლევან გაჩეჩილაძე სააკაშვილს პირისპირ დამოუკიდებლად შეხვდა, იგი საპროტესტო აქციების ორგანიზატორ სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ წარმოადგენდა.

შეხვედრის შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე ზოგიერთ ოპოზიციონერ ლიდერებთან შთაბეჭდილებების გაზიარების შემდეგ საკან № 5-ს ესტუმრა, სადაც უფრო დეტალურად განიხილა პრეზიდენტთან შეხვედრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთგვაროვანი რეაქციები იყო როგორც საზოგადოებაში, ასევე ოპოზიციურ პარტიებს შორის მისი გადაწყვეტილების თაობაზე რომ შეხვედროდა სააკაშვილს, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ”პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა თავის თავზე აიღოს ტვირთი და თუ საჭიროა, არაპოპულარული ნაბიჯებიც გადადგას”. ”თუმცა, არ მესმის რატომ იყო ეს ნაბიჯი არაპოპულარული,” - დასძინა მან.

”ვერ დავინახე მასში [სააკაშვილში] პატარა ნიშანიც კი იმისა, რომ მზად არის ცვლილებებისთვის,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ. ”ამიტომ, მე ვფიქრობ და მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და უფრო რადიკალური გახდეს”.

მისი თქმით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის. ”მისი არგუმენტია, რომ ბიუჯეტი არ არის კრიზისში და მისი მეორე არგუმენტია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ ჩამოშლილა, რაც მისთვის იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებიდან მას არავინ განუდგა”.

”თუმცა, მან აღიარა, რომ ახლა საქართველო ჩიხურ სიტუაციაშია, რაც პრინციპში კრიზისის აღიარებას ნიშნავს,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ.  

მან ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” საკუთრების საკითხი იქნა განხილული, თუმცა ”იგი არ არის ადექვატური ამ საკითხზე”.

”ასევე იქნა დაყენებული ”მაესტროს” ლიცენზიის საკითხი და იგი არ ჩანდა ისეთი კატეგორიული ამ საკითხზე, როგორც ”იმედის” საკითხზე,” - დასძინა გაჩეჩილაძემ.

შემდეგ მან ისაუბრა ”კარგად ორგანიზებული” და ”სისტემური” საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის საჭიროებაზე ”თავისი სტრუქტურით და იერარქიით და პროგრამით მათ შორის - ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, ბიზნესზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე”. 

”ჩვენ გვჭირდება ამგვარი პროგრამული შეტევა” ხელისუფლებაზე, დასძინა მან.

გაჩეჩილაძის თქმით ინიციატივა ამგვარი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის თაობაზე, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გამოცხადდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25