Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თავდასხმა მომიტინგეებზე პოლიციის სამმართველოსთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივნ.'09 / 10:45


ინტერპრესნიუსის ფოტო. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო, 15 ივნისი.


ხელკეტებით შეიარაღებულმა პოლიციელებმა, მათ შორის ზოგიერთმა ნიღბიანმა და ზოგმაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა, 15 ივნისს იერიში მიიტანეს ოპოზიციის მხარდამჭერი ახალგაზრდული ჯგუფების ათობით წარმომადგენელზე, რომლებიც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციას მართავდნენ.

აქტივისტები ოპოზიციის იმ ექვსი მხარდამჭერის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ, რომლებიც 12 ივნისს პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა თავის წერილობით განცხადებაში, რომ ”ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბლოკირება გაუკეთეს პოლიციის მთავარ შესასვლელს და გადაკეტეს სამანქანო გზა. პოლიცია შეეცადა შესასვლელი და სამანქანო გზის გათავისუფლებას, რა დროსაც მომიტინგეები არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლებს და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა. სამართალდამცავების  მიერ, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე,  დაკავებულები იქნენ აქციის მონაწილეები”.

თუმცა, თვითმხილველებმა, მათ შორის ”როიტერის” ფოტოგრაფმა Civil.Ge-ს უთხრა, რომ დაახლოებით 50 მომიტინგე გზას არ კეტავდა და მთავარი სამმართველოს შესასვლელის წინ მდებარე პატარა ქუჩის ტროტუარის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციამ ჟურნალისტებს კამერები წაართვა. ნაცემია ერთი ფოტოგრაფი European Pressphoto Agency-დან, რომელიც ასევე იქ იმყოფებოდა ინციდენტის დროს; მას თავზე და ზურგზე ცემის კვალი აღენიშნება. ასევე ნაცემია Gevision.tv-ის ოპერატორიც.

ალიანსი საქართველოსთვის წევრი ზურაბ აბაშიძე იმ მომიტინგეებს შორის იყო, რომლებიც პოლიციამ სცემა. აბაშიძე ცხვირის მოტეხილობით და თავის არეში მიყენებული ტრამვებით  საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

”არის ცხვირის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ჰემოსინუსიტი, ე.ი. ქალას დანამატ ღრუებში არის სისხლი ჩაღვრილი,” - განაცხადა ღუდუშაური სახელობის კლინიკის ექიმმა, სადაც იმყოფება ამჟამად ზურაბ აბაშიძე.

ტელეკომპანიებმა ”მაესტრომ” და ”კავკასიამ” განაცხადეს, რომ ინციდენტის დროს მათი გადამღებ ჯგუფებსაც დაესხნენ თავს. ორივე ტელეკომპანიამ პროტესტის ნიშნად შეწყვიტა მაუწყებლობა. ”დღეს, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჩვენს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო, ტელეკომპანია ”მაესტრო” და ტელეკომპანია ”კავკასია” პროტესტის ნიშნად წყვეტენ მაუწყებლობას,” - ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელიც ორივე ტელეკომპანიის ეთერში ჩანს.  

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 100 მომიტინგე კეტავდა ქუჩას, პოლიცია არ აპირებდა ჩარევას. თუმცა, მისი თქმით, პოლიციამ მას შემდეგ გადაწყვიტა მოქმედება, რაც მომიტინგეებში ის სამი პიროვნება ამოიცნო, რომლებიც 12 ივნისს პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იძებნებოდნენ.

ზღულაძის თქმით, როცა პოლიცია შეეცადა ეს სამი აქტივისტი დაეკავებინა, მომიტინგეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც გადაიზარდა შეტაკებაში. მისი თქმით, სულ 39 მომიტინგეა დაკავებული.

ზღულაძემ ასევე განაცხადა, რომ შს სამინისტრო მიმართავს სასამართლოს დააჯარიმოს და გაათავისუფლოს დაკავებული აქტივისტების უმეტესობა; თუმცა, რამოდენიმე შემთხვევაში სამინისტრო ზოგიერთი აქტივისტის ერთთვიან პატიმრობას მოითხოვს, დასძინა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულთაგან ხუთს, მათ შორის დაჩი ცაგურიას, რომელიც ახალგაზრდული ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური ლიდერია, 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანარჩენი დაკავებულები 400 ლარით დაჯარიმდნენ და განთავისუფლდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღიარა, რომ პოლიციის ”შეცდომა” იყო, რომ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ მომხდარი შეტაკების დროს ჟურნალისტები დაშავდნენ და ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

”ჩვენ ვწუხვართ და ბოდიშს ვიხდით ამის გამო... ეს არის ჩვენი შეცდომა და ჩვენ ამას ვაღიარებთ,” - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, ”შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს მომავალში”.

ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ პოლიციამ ჟურნალისტებს ჩამორთმეული აღჭურვილობა დაუბრუნა.

“როიტერის” კორესპონდენტმა თბილისში დაადასტურა, რომ პოლიციამ მას ფოტოკამერა დაუბრუნა. ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელმა დავით აქუბარდიამ განუცხადა Civil.Ge-ს, რომ პოლიციამ დააბრუნა ტელევიზიის ვიდეოკამერა, თუმცა ის გატეხილი იყო. ტელეკომპანია ”მაესტრომაც” განაცხადა, რომ მისი ვიდეოკამერაც დააბრუნეს.  

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 15 ივნისს მმართველი პარტიის დეპუტატებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში გამართულ შეხვედრაზე, რომ მომიტინგეებმა თბილისის პოლიციის სამმართველოს წინ ქუჩა გადაკეტეს.

”არავინ მსოფლიოში არ მართავს აქციას პოლიციის წინ,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ მან თავად სთხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაებრუნებინა ჟურნალისტებისთვის თავიანთი აღჭურვილობა, რომელიც ”გაუგებრობის” შედეგად ჩამოართვეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16