Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია: ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირების გზაზე დგას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივნ.'09 / 11:29

ირაკლი ალასანიას პოლიტიკურმა გუნდმა განაცხადა, რომ პოლიციის ”ძალადობრივი საქციელით”, რომლის დროსაც 15 ივნისს პოლიციამ მომიტინგეებზე მიიტანა იერიში, ხელისუფლებას ”აშკარა სამოქალაქო დაპირისპირების გზას დაადგა”.

”ჩვენმა გუნდმა, არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი მოლაპარაკების გზით გადაგვეჭრა, მაგრამ  ხელისუფლებამ, დღევანდელი ძალადობრივი საქციელით,  თავად თქვა უარი მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესზე და აშკარა სამოქალაქო დაპირისპირების გზას დაადგა,” - ნათქვამია განცხადებაში.

”მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, რათა ის გონს მოეგოს და საკუთარ მოქალაქეებთან ურთიერთობის კანონიერ კალაპოტს დაუბრუნდეს და ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის დემოკრატიული, პოლიტიკური გზები აირჩიოს,” - ნათქვამია განცხადებაში.

ალასანიას გუნდის წევრი ზურაბ აბაშიძე იმ ათობით მომიტინგეს შორის იყო, რომელიც პოლიციის იერიშის სამიზნე გახდა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ. აბაშიძე მრავრობითი დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ალასანიას გუნდმა, რომელიც ივლისის დასაწყისში ოფიციალურ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება, მოუწოდა დიპლომატიურ მისიებს ”შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების ამგვარ ქმედებებზე; მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას არსებული კრიზისის მშვიდობიანი დემოკრატიული მეთოდებით მოგვარებისკენ”. 

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია 15 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ის შეხვდება აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონს; დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეს ჰოვარდ დინს, განაცხადა ალასანიას პრესსამსახურმა. იგი ბრუკინგსის ინსტიტუტში მოხსენებით გამოვა თემაზე: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში - მოგვარების პერსპექტივები.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17