Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველომ და აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო დააფუძნეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 ივნ.'09 / 12:17

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ 22 ივნისს ერთობლივი საბჭო დააფუძნეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2009 წლის 9 იანვარს ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიაში მოცემული დებულებების განხორციელებაზე იმუშავებს.

საბჭოს პირველი შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს  სტეინბერგის თავმჯდომარეობით გაიმართა. თავდაპირველად, სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს უნდა წარმოედგინა ამერიკის შეერთებული შტატები შეხვედრაზე, თუმცა მას ხელი აქვს მოტეხილი და ამის გამო ის შეხვედრას არ ესწრებოდა.  

შეხვედრის შემდეგ ვაშაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტეინბერგმა განაცხადა, რომ საბჭო არის ”ჩვენ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი და ღრმა მეგობრობის ახალი ეტაპი”. 

”ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის, როგორც მაშინ, როდესაც ქარტიას მოვაწერეთ ხელი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მოვაწერეთ ხელი,” - განაცხადა ვაშაძემ.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია თანამშრომლობის ოთხ სფეროს მოიცავს, მათ შორის თავდაცვა და უსაფრთხოება, ვაჭრობა და ეკონომიკა, დემოკრატია და ხალხებს შორის კონტაქტები და კულტურული გაცვლა. შეიქმნა შესაბამისი ოთხი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც თანამშრომლობის ამ ოთხ სფეროზე იმუშავებს. 

”ეს შეხვედრები ხაზს უსვამს იმ ვალდებულებას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების - საქართველოსთან ჩვენი ქარტიის  განხორციელების კუთხით, რადგანაც ჩვენ ვაღრმავებთ ამ სტრატეგიულ პარტნორობას,” - განაცხადა სტეინბერგმა.

რაც შეეხება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, მან განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლების მხარდაჭერას. მისი თქმით, აშშ დაეხმარება საქართველოს ”განახორციელოს რეფორმები, რომლებიც ნატოში გაწევრიანებისთვისაა საჭირო”.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე იქნა განხილული საქართველოს დაგეგმილი მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი აფასებს საქართველოს ხელისუფლების ”საპროტესტო აქციებისადმი თავშეკავებულ პასუხს”. 

”და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას, რათა გავაძლიეროთ მისი დემოკრატია და რეფორმები,” - დასძინა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ვაშინგტონში, რომ ერთობლივი საბჭოს მუშაობის დაწყებას ობამა-მედვედევის შეხვედრის წინ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ობამა-მედვედევის შეხვედრა იქნება შანსი არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის, არამედ ასევე ”იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობები დაეხმაროს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ევრო-ატლანტიკური სივრცეში”.

”ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბება, თუ ამას შევძლებთ, დაეხმარება კეთილდღეობას და უსაფრთხოებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო. და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ ურთიერთობას რუსეთთან რეგიონის რომელიმე ქვეყნის ან რომელიმე ჩვენი პარტნიორის უსაფრთხოების ან კეთილდღეობის შემცირების ან თუნდაც მათ ხარჯზე,” - განაცხადა სტეინბერგმა.

გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ორმხრივი საბჭოს მორიგი შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში თბილისში გაიმართება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9