საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის პატრიარქთან კირილთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
”ჩვენ მიერ იქნება დაყენებული საკითხები, რომ ჩვენი სასულიერო პირები, რომლებიც იყვნენ აფხაზეთიდან და ახალგორის რაიონიდან გამოდევნილები, ისინი დაბრუნებულები იყვნენ და მათ საშუალება მიეცეთ სასულიერო მოღვაწეობის,”- განუცხადა ჟურნალისტებს გამგზავრების წინ დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ.
დელეგაციაშია წარმოდგენილი რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში განხორციელებულ ყველა ვიზიტზე თან ახლდა საპატრიარქოს დელეგაციებს.