Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქუჩის აქციები ამ ეტაპზე დასრულებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ივლ.'09 / 14:24

ყოველდღიური საპროტესტო აქციები, რომელსაც ოპოზიციური პარტიების ჯგუფი 9 აპრილიდან პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ატარებდა, 24 ივლისს, დაწყებიდან 107 დღეში დასრულდა. 

საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ”ეს არ არის ბრძოლის დასასრული”. მათი თქმით, კამპანია შემოდგომიდან გაგრძელდება; თუმცა, ამ ეტაპზე ისინი კონკრეტულ გეგმას ვერ ასახელებენ და აცხადებენ, რომ მოცემულ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები გაგრძელდება.

”ჩვენ გვჭირდება ძალების და რესურსების აღდგენა; ჩვენ მოთხოვნებზე უარს არ ვამბობთ... ჩვენ აღვიდგენთ ძალებს და ხელახლა დავიწყებთ,” - განუცხადა ლევან გაჩეჩილაძემ მომიტინგეებს აქციის ბოლო დღეს, 24 ივლისს.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია განაახლებს საპროტესტო აქციას, ”როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის და იმ ფორმით, რომელსაც შესაფერისად მივიჩნევთ”.

”საპროტეტო მუხტი მაღალია საზოგადოებაში; რასაც ჩვენ, ოპოზიცია, ვაკეთებთ, არის ის, რომ მივმართავთ ამ მუხტს პოლიტიკური კურსის ფარგლებში; მაგრამ ის შესაძლოა გასცდეს ამ ჩარჩოებს, თუ ხელისუფლება გონივრული არ გახდება... მე ვგულისხმობ, რომ საპროტესტო მუხტი, შესაძლოა პოლიტიკური პროცესებს გასცდეს და ჩვენ, ლიდერებმა, შესაძლოა ვეღარ შევძლოთ მისი კონტროლირება,” - განაცხადა მან 26 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა იმავე გადაცემაში განაცხადა, რომ ოპოზიციის კამპანიამ საბოლოო მიზნამდე ”ნახევარი გზა” უკვე განვლო.

”დღეს მე უფრო ოპტიმისტი ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი; მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უკვე გავიარეთ ძალიან რთული ნახევარი გზა... ჩვენ ეს გზა ისე გავიარეთ, რომ არ გავცდენილვართ კონსტიტუციას,” - განაცხადა მან იმავე გადაცემაში საუბრისას.

თუმცა, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ აღიარა, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციის კამპანიამ ვერ მოიტანა რაიმე რეალური შედეგები.

”მიზეზი იმისა, რომ ეს ეტაპი შედეგიანად ვერ დასრულდა, სააკაშვილისა და მმართველი პარტიის ალტერნატივის არარსებობა იყო,” - განაცხადა მან გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 27 ივლისს გამოქვეყნდა. ”ამ ეტაპზე ქართველმა და საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ვერ გააკეთა არჩევანი ცუდსა და გაურკვევლობას შორის”.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა შეინარჩუნა ძალაუფლება, ”საპროტესტო აქციებმა ის ძალიან დაასუსტა”.

”დღეს ძალიან მყიფეა სააკაშვილის  პოზიცია და ოპოზიცია უნდა ეცადოს, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილება,” - განაცხადა გამყრელიძემ და იქვე დასძინა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიღწევა შესაძლოა იყოს ნაბიჯი ამ მიმართულებით.

თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს ყურადღება ადგილობრივ არჩევნებზე გადავა, რომლის 2010 წლის 30 მაისს ჩატარების ინიციატივითაც პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდა. თავდაპირველად, ადგილობრივი არჩევნები მომავალი წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა. ეს წინადადება ასევე გულისხმობს მერის პირდაპირ არჩევნებს.

”სამართლიან არჩევნებში ყოველთვის ღირს მონაწილეობა, მით უმეტეს მაშინ, თუკი მერის პირდაპირი წესით არჩევნები ჩატარდება. პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერი პოლიტიკური წონით პრეზიდენტის შემდეგ მეორე ფიგურაა,” - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი პოლიტიკური პარტნიორის, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას მსგავსად გამყრელიძემაც აღნიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე უნდა შეიქმნას შესაფერისი საარჩევნო გარემო, თავისუფალი მედიის და დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოების ჩათვლით.

ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დასრულებით ქვეყანაში არსებული პრობლემები არ მოგვარებულა და ისინი არც მოგვარდება ხელისუფლების მიერ რეალური დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე.

”ახლა სააკაშვილზეა დამოკიდებული: ან ის კომპრომისზე უნდა წავიდეს, ან უნდა გადადგეს,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში 23 ივლისს უნდა გახდეს მთავარი პრინციპი როგორც ოპოზიციისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35