Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეკონომიკის ახალი მინისტრი დაინიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აგვ.'09 / 14:25

ეკონომიკის ახალ მინისტრად 32 წლის ზურაბ პოლოლიკაშვილი, ესპანეთში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი დაინიშნა.

სამინისტროში წარდგენისას მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს საკადრო გადაწყვეტილება მისთვის ”მოულოდნელი იყო”.

პოლოლიკაშვილი 2005 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, 2006 წელს კი ელჩად დაინიშნა ესპანეთში. საგარეო უწყებაში მუშაობის დაწყებამდე მას შვიდი წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა TBC ბანკში.

პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თქმით, ახალი მინისტრი საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ პრობლემებს ”ყველაზე კარგად გაართმევს თავს”. 

”ეს არის პრივატიზაცია, ინვესტორების მოზიდვა, უცხოური კაპიტალის შემოყვანა საქართველოში, ძალიან აქტიური მუშაობა უცხოელ ინვესტორებთან, ადგილზე კერძო სექტორის პრობლემების გადაწყვეტა... ასევე ძალიან აქტიური და კოორდინირებული მუშაობა ყველა სხვა სამინისტროსთან,”- განაცხადა გილაურმა ახალი მინისტრის პრიორიტეტებზე საუბრისას.  

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების არასათანადო გადაწყვეტა დაასახელა გილაურმა 21 აგვისტოს ყოფილი მინისტრის, ლაშა ჟვანიას თანამდებობიდან გაშვების ოფიციალურ მიზეზად.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15