Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფხაზეთის საზღვაო ინციდენტების გამო შეშფოთებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 სექ.'09 / 18:53

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში განაცხადა, რომ ქართულმა, აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა ბოლოდროინდელი დაძაბულობა საზღვაო დავასთან დაკავშირებით გალში 8 სექტემბერს ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა მოაგვარონ.

”ევროკავშირის მონიტორინგის მისია შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის, რუსეთის შეიარაღებული ძალების და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით, რომ შესაძლოა მოხდეს გემების დაკავება ან მათზე თავდასხმები,” - ნათქვამია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ 2 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთისკენ და აფხაზეთიდან მომავალი ოთხი სატვირთო გემი დააკავა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის მოტივით. ეს კანონი კრძალავს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რაიმე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას ქართული მხარის თანხმობის გარეშე.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა 2 სექტემბერს, რომ მან გასცა ბრძანება განადგურდეს ყველა ის ქართული გემი, რომელიც ”აფხაზეთის საზღვარს დაარღვევს”.

28 აგვისტოს რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ევგენი ინჩინმა განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის სასაზღვრო ძალების შემადგენლობაში ასევე შედის სანაპირო დაცვის კატარღები, რომლებიც გადაწყვეტენ ამ საკითხებს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას აფხაზეთისკენ მიმავალი გემებისთვის.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თბილისი განაგრძობს უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ ქართული, რუსული და აფხაზური მხარეების წარმომადგენელთა განცხადებები ასახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებას.

”ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია კარგად არის ცნობილი და უცვლელი რჩება,”- ნათქვამია განცხადებაში იმაზე მინიშნებით, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ”ყველა დაინტერესებულ მხარეს თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან და ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა დაძაბულობის ზრდა და ვითარების გაუარესება გამოიწვიოს”.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თხოვნით, აღნიშნული საკითხი შეტანილია ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შეხვედრის დღის წესრიგში, რომელიც გალში 8 სექტემბერს გაიმართება. მისიას  ეს მექანიზმი მსგავსი საკითხის მოსაგვარებლად შესაფერის ფორმატად მიაჩნია,” - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39