Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის მოლაპარაკებებზე ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულება განიხილეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 სექ.'09 / 10:33

ჟენევაში 17 სექტემბერს გამართული მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდზე მხარეებმა ძალის არგამოყენების შესახებ პოტენციული შეთანხმების ძირითადი პრინციპები განიხილეს, განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ, ეუთო მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხარლამპოს ხრისტოპულოსმა.

ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს თანათავმჯდომარეობით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ასევე სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ მერვე რაუნდი 11 ნოემბერს გამართონ.

”ეუთოს თვალსაზრისით, მოლაპარაკებების ამ რაუნდის მთავარი ელემენტი ის იყო, რომ შედგა შეხედულებების პრაქტიკული, დეტალური გაცვლა ძალის არგამოყენების შესახებ პოტენციური ხელშეკრულების ელემენტებზე და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაზე,” - განაცხადა ხრისტოპულოსმა.

მან ასევე დასძინა, რომ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები - ეუთო, გაერო და ევროკავშირი ხელშეკრულებების დეტალებს მომავალი რაუნდისთვის მოამზადებენ.

რუსეთი დიდი ხანია დაჟინებით ითხოვს თბილისსა და სოხუმს შორის და ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას. თუმცა, საქართველოს განცხადებით, ამგვარი შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის და ის ასევე უნდა ითვალისწინებდეს საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დეოკუპაციას.

”ამგვარ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის - ეს კატეგორიულად მიუღებელია ქართული მხარისთვის და სწორედ ეს წარმოადგენს სირთულეს,” - განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ჟენევის მოლაპარაკებებზე გრიგორი კარასინმა ”რია ნოვოსტის” 17 სექტემბერს.

”მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის და მისი მარიონეტული რეჟიმების მიერ დაფიქსირებული უკიდურესად ხისტი და არაკონსტრუქციული პოზიციებისა, ქართული მხარე კვლავ განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში იმ მიზნით, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების და ორგანიზაციების დაშვება, საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო ძალების განლაგება, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ყველა, განსაკუთრებით კი მეხუთე პუნქტის შესრულება, ქვეყნის დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებული ყველა პირისა და ლტოლვილის უსაფთხოდ და ღირსეულად დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ სახლებში,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში 18 სექტემბერს.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უთანხმოებები რჩება, დისკუსია ”კონსტრუქციული, წინდახედული წვლილი იყო ამ პრობლემური რეგიონის სტაბილურობის და უსაფრთხოების საქმეში”.

ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებებზე კავკასიისა და სამხრეთ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ახლადდანიშნული თანაშემწე თინა ქეიდენაუ წარმოადგენდა. მან ჟენევის მოლაპარაკებებში პირველად მიიღო მონაწილეობა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7