Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 სექ.'09 / 19:02

პარლამენტმა დღეს მესამე, საბოლოო მოსმენებით დაამტკიცა პრეზიდენტის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისთან ერთად ქუთაისის განსაზღვრისა და ოპოზიციისთვის საპარლამენტო მანდატების აღდგენასთან დაკავშირებით.

მეორე მოსმენით აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა ორი დღის წინ მიიღო.

პარლამენტის პლენარული სხდომების ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებული ცვლილება მომდევნო საერთო საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღეს ამოქმედდება. კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში ცვლილების ამოქმედების თარიღად 2012 წლის 1 იანვარი იყო ჩაწერილი, რაც მეორე მოსმენისას შეიცვალა.

”თუ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები 2012 წლამდე, მოგიწევთ ქუთაისში გადასვლა,”- განუცხადა სხდომაზე კოლეგებს დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ქრისტიან-დემოკრატებიდან. 

ამასთან, ცვლილებები ისე იქნა მიღებული, რომ საპარლამენტო უმცირესობის არაერთი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობამ ვერ დაასახელა კონკრეტული ხარჯთაღრიცხვა, თუ რა დაუჯდება ქვეყანას ამ ცვლილების განხორციელება.

მეორე საკონსტიტუციო ცვლილება სადეპუტატო მანდატის აღდგენას ითვალისწინებს პროპორციული წესით არჩეული იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის, რომელთაც სადეპუტატო მანდატებზე უარი 2008 წლის ივნისში თქვეს.

ვიცე-სპიკერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მანდატებზე უარის თქმა თავის დროზე იყო ”შეცდომა”, რომელსაც ”უშედეგო” გაზაფხულის საპროტესტო აქციები მოჰყვა.

”ყველას უნდა გვეყოს ვაჟკაცობა ვაღიაროთ ძველი შეცდომები და აქტიური საპარლამენტო მოღვაწეობა დავიწყოთ,”- განაცხადა მან იმ ყოფილი კოლეგების მისამართით, რომელთაც მანდატებზე უარი თქვეს.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისას 12-მა პოლიტიკოსმა ნებაყოფლობით დატოვა მანდატები საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო. მათ შორის ორი  - დავით გამყრელიძე და დავით საგანელიძე ახალი მემარჯვნეებიდან მაჟორიტარული წესით იქნენ არჩეულნი, რომელთა ნაცვლად ახალი დეპუტატები ერთი წლის წინ უკვე აირჩიეს ვაკისა და დიდუბის ამომრჩევლებმა, შესაბამისად.

მანდატების აღდგენის უფლებით შეიძლება ისარგებლოს ათმა პოლიტიკოსმა: ლევან გაჩეჩილაძემ; კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა; ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა; მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ; ეროვნული ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ; გიორგი ხაინდრავამ; პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ და ახალი მემარჯვენეებიდან - ფიქრია ჩიხრაძემ, მამუკა კაციტაძემ და ირაკლი იაშვილმა.

სადეპუტატო მანდატების აღდგენის სურვილი არც ერთ მათგანს არ გამოუთქვამს. ახალმა მემარჯვენეებმა 24 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ერთხელ უკვე მიიღეს ”პრინციპული” გადაწყვეტილება  და ”დაჭრილი” მანდატების აღდგენას არ აპირებენ.

”კონსტიტუციის გაუმართლებელი შეცვლით და მანიპულირებით ამ შემოთავაზების მიღებას ნამდვილად არ ვაპირებთ,”- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

ამასთან,  ქართული მედია საშუალებები ცოტა ხნის წინ იტყობინებოდნენ, რომ თავისუფლების პარტიის ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია შესაძლოა ამ წინადადებას დათანხმდეს. მას საჯაროდ ამის თაობაზე ჯერ არ უსაუბრია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17