Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის თქმით, ”ყველა მერი პირდაპირი წესით აირჩევა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 სექ.'09 / 10:46

საქართველოს ხელისუფლებამ ”გამოხატა მზადყოფნა მომავალ წელს ყველა მერის პირდაპირი წესით არჩევის თაობაზე,” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას.

ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირი წესით მერის არჩევის თაობაზე მხოლოდ თბილისთან დაკავშირებით საუბრობდნენ და არ იყო სავსებით ნათელი, თუ როგორი იყო მმართველი პარტიის პოზიცია მერის პირდაპირი არჩევის თაობაზე სხვა ქალაქებში.

სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ეს საკითხი მაშინ დააყენა, როდესაც ის დემოკრატიული რეფორმების გაღრმავებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებებზე საუბრობდა.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოხატავს მზადყოფნას ”დაიწყოს ახალი საარჩევნო წესების შემუშავება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსენსუსის და შეთანხმების საფუძველზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას შემდგომი ადგილობრივი, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების რაც შეიძლება მეტი ლეგიტიმურობა”.

ივლისში პრეზიდენტი სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების 2010 წლის 30 მაისს ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, ნაცვლად ვადით გათვალისწინებული შემდეგი წლის შემოდგომისა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28