აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა 13 ოქტომბერს მოსკოვში, რომ მიუხედავად უთანხმოებებისა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი აპირებენ განაგრძონ ”მუშაობა ყველა იმ დანარჩენ სფეროში, სადაც ჩვენ ვთანხმდებით”.
”ჩვენ კვლავაც გვექნება უთანხმოებები,” - განაცხადა მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”მაგრამ ჩვენ ვთესავთ ამ უთანხმოებას თანამშრომლობის უფრო ფართო ველზე და ვამდიდრებთ იმ ნიადაგს რომელშიც ამ თანამშრომლობამ ფესვები უნდა გაიდგას,” - განაცხადა მან.
”მაგალითად, ჩვენ ვერ ვთანხმდებით საქართველოზე. ჩვენ უბრალოდ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს,” - დასძინა კლინტონმა.