Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-საქართველოს მოლაპარაკებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ოქტ.'09 / 18:28

  • აშშ-ის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის რეფორმირებაში;
  • მოკლევადიან პერსპექტივაში ყურადღება გამახვილდება წვრთნაზე, განათლებაზე, დოქტრინაზე;
  • რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა შემაშფოთებელია;
  • ნატოს არაწევრ სახელმწიფოებთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე კონსულტაციები არ გამართულა. 

აშშ-ის დახმარება საქართველოს თავდაცვის რეფორმებისადმი არის ”გრძელვადიანი ვალდებულება” და ამ ეტაპზე აქცენტი წვრთნებზე, განათლებასა და სამხედრო დოქტრინაზე გაკეთდება, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრ ვერშბოუმ 20 ოქტომბერს.

ვერშბოუ აშშ-ის იმ სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც თბილისს 19-20 სექტემბერს სტუმრობდა, რათა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის საფუძველზე შექმნილია კიდევ სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც ქარტიით განსაზღვრულ შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობენ: დემოკრატია, ეკონომიკა და ხალხებს შორის კავშირები.

”გასაგები მიზეზების გამო, ჩვენთვის, დღევანდელ კონტექსტში, ეს სამუშაო ჯგუფი [უსაფრთხოების საკითხებზე] სპეციფიური მნიშვნელობის მქონეა,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ვერშბოუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ქართული მხრიდან ჯგუფში ასევე შედიოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J5 სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი ნიკა ჯანჯღავა.

იმავე პრესკონფერენციაზე ვერშბოუმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ განიხილეს საქართველოს პროგრესი თავდაცვის რეფორმების კუთხით, მათ შორის ნატოს წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, ასევე საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში.

”უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ასევე მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს,” - განაცხადა ვერშბოუმ.

”ამჟამად ფოკუსირება ხდება დოქტრინაზე, განათლებასა და წვრთნაზე, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთისთვის მომზადებაზე,” - განაცხადა მან. ამჟამად, ქართულ ბატალიონს ავღანეთისთვის ამერიკელი საზღვაო ქვეითები ამზადებენ.

ვერშბოუს თქმით, ქართული არმიის პროფესიონალიზმის ზრდაზე კონცენტრირება ”საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების მოდერნიზებას ჩაუყრის საფუძველს”.
 
”ამავე დროს, ჩვენ არ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით ჩვენი ერთობლივი მიზნების კონტრპროდუქტიული იქნება,” - დასძინა მან.

როდესაც მას კომენტარი სთხოვეს რუსეთის პოზიციაზე საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით, ვერშბოუმ განაცხადა, რომ ”საქართველოს აქვს უფლება, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, საქართველოს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი”.

”ამავე დროს, საქართველოს გააჩნია პასუხისმგებლობა... ხელი შეუწყოს სტაბილურობას რეგიონში,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველო ”სრულად ესმის ეს პასუხისმგებლობა”.

”ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი პროცესი, რათა დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში და მისი თავდაცვის სისტემის მოდერნიზებაში. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ის ფოკუსირებას მოახდენს დოქტრინაზე, განათლებასა და წვრთნაზე,” - დასძინა ვერშბოუმ.

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საქართველოს ნათლად ესმის ეს პასუხისმგებლობა.

”საქართველოს აქვს მყარი პოზიცია, რომ ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებას ვიცავთ განუხრელად და ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი... ჩვენ გვაქვს გადადგმული უკვე ძალიან სერიოზული ნაბიჯი, რათა სიტუაცია იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე,” - განაცხადა მან, ”მაგრამ ამასთან ერთად საქართველოს, როგორც აქ აღინიშნა, აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ ჰქონდეს ეფექტური თავდაცვითი საშუალებები”.

”წვრთნა, განათლება, დოქტრინის ჩამოყალიბება არის ის მიმართულებები, რომელიც ფუნდამენტი არის გრძელვადიანად საქართველოს ეფექტური თავდაცვისუნარიანობის ჩამოყალიბებისთვის,” - დასძინა მან.  

კითხვაზე, თუ როგორ ასრულებს რუსეთი 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვერშბოუმ უპასუხა: ”ჩვენ ნამდვილად გვაშფოთებს ის, რომ რუსეთის მხრიდან არ ხდება [12] აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზოგიერთი ასპექტის სრულად შესრულება”.

”ჩვენ ეს საკითხები რუსეთთან განვიხილეთ; ასევე ვცდილობთ ვიპოვოთ გზა საერთაშორისო წარმომადგენლების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასაბრუნებლად, რათა ხელი შევუწყოთ დაძაბულობის დეესკალაციას,” - განაცხადა მან.

პრესკონფერენციაზე ვერშბოუმ ასევე განაცხადა, რომ აშშ არ განიხილავს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რომელიმე ელემენტის განთავსების საკითხს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებში.

”ჩვენ არ გვაქვს კონსულტაციები ნატოს რომელიმე არაწევრ სახელმწიფოსთან და არ ვაპირებთ ჩვენი ახალი არქიტექტურის ელემენტების განთავსებას არაწევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე,” - განაცხადა ვერშბოუმ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10