Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების მერვე რაუნდზე პროგრესი არ ყოფილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 ნოე.'09 / 13:10

საქართველოს და რუსეთის და ასევე სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგებლები 11 ნოემბერს ჟენევის მოლაპარაკებებზე შეიკრიბნენ.

”პროგრესი მიღწეულია იმ შეთანხმებაზე, თუ როდის გაიმართება მომდევნო შეხვედრა [2010 წლის 28 იანვარს]; სამწუხაროდ, სხვა საკითხებზე პროგრესი მიღწეული არ არის,” - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს ტელეფონით ჟენევიდან.

მოლაპარაკებების მერვე რაუნდზე მონაწილეებმა ძალის არ გამოყენების შესახებ დოკუმენტის პრინციპებზე და საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურაზე იმსჯელეს.

კაპანაძის თქმით, ის, რაც რუსეთს უნდა, არის ძალის არგამოყენების შესახებ ”მარტივი ხელშეკრულება” ცხინვალსა და თბილისს და სოხუმსა და თბილისს შორის. საქართველოს განცხადებით, ამგვარი შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის და ის ასევე უნდა შეიცავდეს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

”რუსეთს არ სურს ამ პროცესში საერთაშორისო ჩართვა; მათ არ უნდათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გარანტის როლი ითამაშოს ძალის არგამოყენების შესახებ განახლებულ შეთანხმებაში,” - განაცხადა კაპანაძემ.

მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა, ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ მონაწილეებმა იმ შეთანხმების ძირითადი პრინციპები განიხილეს, რომელიც ეხება ძალის არგამოყენებას და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებს.

”დისკუსია დაეფუძნა თანათავმჯდომარეების მიერ მომზადებულ პრინციპებს, რასაც წინ უძღოდა კონსულტაციები და დახმარება მონაწილეების მხრიდან ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდის შემდეგ. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ეს პრინციპები კარგ საფუძველს ქმნის შემდგომი დისკუსიებისთვის. თანათავმჯდომარეები კვლავ განაგრძობენ ამ პრინციპებზე მუშაობას მომდევნო რაუნდამდე,” - განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა.

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხარალამპოს ხრისტოპულოსმა განაცხადა, რომ მონაწილეები ”ჩაერთნენ პრაგმატულ დისკუსიებში” ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანისმების შესახებ.

საერთაშორისო შუამავლებმა ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს როგორც ”შედარებით სტაბილური”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება საერთაშორისო შუამავლების შეფასებას. მისი თქმით, საქართველომ განაახლა უპილოტო თვითმფრინავების ფრენები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თავზე.

საერთაშორისო შუამავლებმა შეშფოთება გამოთქვეს სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების მიდამოებში საქართველოს მოქალაქეების დაკავების გამო.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევის დროს ოთხი ქართველი მოზარდი დააკავეს  4 ნოემბერს, რომლებიც ჯერაც არ გამოუშვია ცხინვალს. ეს საკითხი ქართულმა მხარემ ჟენევაში დააყენა.

საერთაშორისო შუამავლების განცხადებით, შეხვედრაზე მონაწილეებმა ”შეხედულებები გაცვალეს” აგვისტოს ომის შესახებ ჰეიდი ტალიავინის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით.

”მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დასკვნა შეიცავს სასარგებლო გაკვეთილებს უფრო სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის კუთხით,” - განაცხადეს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებმა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7