Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2009 წლის ბიუჯეტი მცირდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ნოე.'09 / 13:25

2009 წლის ბიუჯეტის შემოსავლები  173.9 მლნ ლარით, ხოლო ხარჯები 80.8 მლნ ლარით მცირდება და ეს მაჩვენებლები მთლიანობაში, შესაბამისად, შეადგენს 4.96 მლრდ ლარს და 4.17 მლრდ ლარს. 

ამის შესახებ საუბარია ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში, რომელიც წელს ბიუჯეტის უკვე მეორე კორექტივებაა. ივლისში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 500 მლნ ლარით შემცირდა.

ცვლილებები ითვალისწინებს ხარჯების ზრდას მხოლოდ ორი მიმართულებით:  35 მლნ ლარი მეწარმეებს უკან დაუბრუნდებათ, მათ მიერ გადახდილი დამატებითი ღირებულების (დღგ) სახით; და რაჭასა და კახეთში მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ 22 მლნ ლარი გამოიყოფა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის.

ყველა სხვა მიმართულებით ცვლილებები დაფინანსების კლების მხრივ განხორციელდება.

კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს  წელს დამატებით 30 მლნ ლარი, ყველაზე მეტი თანხა ჩამოეჭრება, მას შემდეგ, რაც ივლისში განხორციელებული 45 მლნ ლარიანი პირველი კლების შედეგად მისმა ბიუჯეტმა 905 მლნ ლარი შეადგინა.

თანხები ასევე შეეკვეცებათ  11.6 მლნ ლარით -  ეკონომიკური განვითარების სამინისტროს; 5.0 მლნ ლარით  - საგარეო საქმეთა სამინისტროს; 3.0 მლნ ლარით  - ფინანსთა სამინისტროს; 2.4 მლნ ლარით - კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს; 500 ათასი ლარით - მთავრობის კანცელარიას; 200 ათასი ლარით - პრეზიდენტის ადმინისტრაციას; 75.0 ათასი ლარით - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

ასევე 5.4 მლნ ლარით მცირდება საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების და  59.2 მლნ ლარით საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების დაფინანსება.

ამასთან, წელს დაგეგმილი გრანტების ოდენობა მცირდება 105.6 მლნ ლარით და შეადგენს 449.8 მლნ ლარს. ამით, ფაქტიურად, უქმდება ივლისში ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები, როცა გრანტების საპროგნოზო მოცულობა 110.5 მლნ ლარით გაიზარდა.

გარდა ამისა, საბიუჯეტო პროექტის განმარტებითი ბარათი ამბობს: ”წლის განმავლობაში მისაღები საინვესტიციო კრედიტებისა და გრანტების ჩამორიცხვის ტენდენციების გათვალისწინებით განხორციელდა უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების და ამ პროექტების თანამონაწილეობასა და თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებების კორექტირება (შემცირება) 117.8 მლნ ლარით”.

იმავდროულად, წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი მცირდება - 25.6 მლნ ლარით; დღგ - 82.7 მლნ ლარით; აქციზი - 12.6 მლნ ლარით, თუმცა 25.6 მლნ ლარით იზრდება მოგების გადასახადიდან მისაღები თანხები და ასევე 14.1 მლნ ლარით მეტს ელის მთავრობა ”სხვა გადასახადიდან”.

საბიუჯეტო ცვლილებებს პარლამენტი შემჭირდოვებულ ვადებში განიხილავს. პლენარულ სხდომაზე მისი პირველადი განხილვა 24 ნოემბრამდე, ხოლო მიღება 4 დეკემბრისთვის იგეგმება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15