Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბელარუსი დეპუტატები თბილისს, სოხუმს და ცხინვალს სტუმრობენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ნოე.'09 / 16:52

ბელარუსი დეპუტატების სამი სხვადასხვა ჯგუფი თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს ერთდროულად სტუმრობენ, რათა საბოლოო პოზიცია ჩამოაყალიბონ აღიარებს თუ არა მინსკი ორ სეპარატისტულ რეგიონს. 

”ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავარწმუნოთ ისინი [ბელარუსი დეპუტატები] ქართული მხარის სიმართლეში,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც 18 ნოემბერს ბელარუსის დელეგაციას შეხვდა.    

”და მაქსიმალურად დავარწმუნოთ, რომ აქ არ დგას საკითხი საქართველოს და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთების. აქ დგას საკითხი კანონიერებას და უკანონობას შორის, საერთაშორისო სამართალს და უსამართლობას შორის, მშვიდობას და ძალადობას შორის არჩევანის გაკეთებაზე. მე ვფიქრობ, თუ ისინი დაინახავენ, რომ ქართული მხარე დგას საერთაშორისო სამართლის და სიმართლის პრინციპების მხარეს, მათთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება იმ არჩევანის გაკეთება, რომელსაც მე იმედი მაქვს, რომ ბელარუსი საბოლოო ჯამში გააკეთებს,” - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
 
თბილისში მყოფი დელეგაცია ექვსი დეპუტატისგან შედგება, ხოლო დანარჩენი ორი ჯგუფი, რომელიც ცხინვალს და სოხუმს სტუმრობს, სამ-სამი დეპუტატისგან თითოეული.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17