Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მუხროვანის საქმე: 7 განსასჯელთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ნოე.'09 / 19:20

მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილი საქმის სასამართლო პროცესზე 19 ნოემბერს ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ შვიდ განსასჯელს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

შვიდივე განსასჯელი რეინჯერთა ბატალიონიდანაა და ყველა მათგანმა სასამართლოზე დაკითხვისას აღიარა დაუმორჩილებლობაში წაყენებული ბრალი.

ეს განსასჯელები არიან: გიორგი ამირიძე, დავით ჯღუნიაშვილი; ირაკლი ოდიკაძე; აკაკი აფციაური; დავით ოქრუაშვილი; სანდრო ვეშაგური და ზურა მოსულიშვილი.

მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა საპროცესო შეთანხმებების გაფორმების მიზნით ამ შვიდი განსასჯელის საქმის ცალკე გამოყოფის თაობაზე. ჯერ უცნობია თუ რა სასჯელი შეეფარდებათ მათ მას შემდეგ, რაც სასამართლო მათთან გამოფორმებულ საპროცესო შეთანხმებებს დაამტკიცებს. 

მუხროვანის საქმეზე აგვისტოს ბოლოს დაწყებულ სასამართლო პროცესზე თავდაპირველად სულ 41 განსასაჯელი იყო. სექტემბრის ბოლოს 13 მათგანთან, მათ შორის გია ღვალაძესთან, რომლის ჩვენებაც ერთადერთი მტკიცებულებაა, რის საფუძველზეც გენერალ კობა კობალაძეს ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხში ედება ბრალი, ასევე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმებები. 1 ოქტომბერს სასამართლოს მიერ დამტკიცებულ ამ საპროცესო შეთანხმებების საფუძველზე ღვალაძეს, რომელსაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით ამბოხი ბრალდებოდა, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა; შვიდს, რომელთაგან ზოგს დაუმორჩილებლობაში ხელშეწყობასა და ზოგს დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლები ქონდათ წაყენებული ასევე ორწლიანი პატიმრობა მიესაჯათ; ოთხს, რომლებმაც დაუმორჩილებლობა აღიარეს, ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯათ; ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობაში განსასჯელ ორ პიროვნებას ორი წლით პირობითი პატიმრობა შეეფარდათ.  

ამ საპროცესო გარიგებების შედეგად ამჟამად სასამართლო პროცესზე თავდაპირველად არსებული 41 განსასჯელიდან  21 რჩება.

ხელმეორედ დაკითხული მოწმე

19 ნოემბერს სასამართლომ დაასრულა მოწმეების დაკითხვა და შემდეგი სხდომიდან, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა.

19 ნოემბრის სხდომაზევე სასამართლომ მოწმის სტატუსით მეორედ დაკითხა გიორგი ზირაქიშვილი. ამ უკანასკნელმა ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხთან და იარაღის უკანონო ტარებასთან დაკავშირებული ბრალდებები აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 ნოემბერს დაამტკიცა, რის საფუძველზეც მას ხუთწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

ზირაქიშვილი, რომლის საქმეც ცალკე იყო გამოყოფილი და არ განიხილებოდა მუხროვანის საქმის სხვა განსასჯელებთან ერთად, სასამართლომ პირველად ოქტომბერში დაკითხა. თუმცა, როგორც პროკურორმა სასამართლოს 17 ნოემბერს განუცხადა, ზირაქიშვილის დაკითხვა ხელმეორედ იყო საჭირო, რადგან მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომლის თაობაზეც ზირაქიშვილს სასამართლოსთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში არ უსაუბრია.

ადვოკატებმა პროკურორის შუამდგომლობა გააპროტესტეს იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ერთხელ უკვე დაკითხული მოწმის ხელმეორედ გამოძახებას და დაკითხვას არ ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა განაცხადა რა, რომ ზირაქიშვილის განაჩენსა და მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს შორის გარკვეული განსხვავებები იყო, რაც გარკვევას საჭიროებდა.
 
ზირაქიშვილმა სასამართლოს 19 ნოემბერს განუცხადა, რომ მან დაკავებისას მისცა ”აღიარებითი” ჩვენება და იმ მიზეზებით, რომ იყო ”დაბნეული და შეშინებული” და ასევე გამომძიებელს არ დაუსვამს შესაბამისი შეკითხვები, მის ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად არ გაუმჟღავნებია. თუმცა მას შემდეგ, რაც სასამართლოში 6 ოქტომბერს პირველად დაკითხა მოწმის სახით, ზირაქიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა დანაშაულის დამძიმების თავიდან ასაცილებლად კიდევ ერთი ჩვენება მიეცა კონტრდაზვერვის სამსახურისთვის.

ხელმეორედ დაკითხვისას, 19 ნოემბერს მოწმე გიორგი ზირაქიშვილმა განუცხადა სასამართლოს, რომ 2009 წლის 4 მაისს, შუადღის შემდეგ იმყოფებოდა კობა ოთანაძესთან და ლევან ამირიძესთან ერთად თავისივე მანქანაში, სადაც მისი თქმით, იყო ზოგადი საუბრები ”ამბოხებასთან” დაკავშირებით. კერძოდ, ზირაქიშვილის თქმით, მან ოთანაძისა და ამირიძის საუბარში ”შეამჩნია”, რომ 5 მაისს უნდა მომხდარიყო მუხროვანში დისლოცირებული სატანკო ბატალიონისა და ასევე რეინჯერთა მსვლელობა გომბორიდან თბილისის მიმართულებით, რის შემდეგაც ხელისუფლებას 1 საათი მიეცემოდა გადადგომისთვის, ”თუ არადა ძალით გადააყენებდნენ”.

ზირაქიშვილის თქმით, 4 მაისს უკვე ღამით ოთანაძესთან და ამირიძესთან ერთად გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით. დაახლოებით, ღამის 12 საათზე ხაშურში შეხვდნენ მესამე ბრიგადის მეთაურს, ამჟამად განსასჯელ კახა კობაიძეს, რომელსაც ეს შეხვედრა, მისი თქმით, ლევან ამირიძემ დაუთქვა. ზირაქიშვილის განცხადებით, საუბარში, რომელიც მის მანქანაში წარიმართა, კობაიძეს თხოვეს გამოეცხადებინა ”დაუმორჩილებლობა” და თუ საჭიროა იქნებოდა აღმოეჩინა დახმარება ”ამბოხებულებისთვის”.

პროკურორის კითხვაზე, თუ რა პირობით დაშორდნენ კობაიძეს, მოწმემ უპასუხა: ”ჩემი აზრით, კობაიძე დათანხმდა”, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ”კობაიძეს თავად არაფერი უთქვამს”.

ამ ჩვენების მოსმენის შემდეგ კობა ოთანაძემ სასამართლო პროცესზე განცხადების გაკეთება ითხოვა, სადაც აღნიშნა, რომ ის კახა კობაიძეს ადრე არ იცნობდა და პირველად ციხეში ნახა.

ზირაქიშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ხაშურიდან ისინი თბილისში გამობრუნდნენ, სადაც შეხვდნენ გია კრიალაშვილს და მუხროვანის მიმართულებით გაემგზავრნენ.

მისი თქმით, გზაში მათ დახვდათ ”ჯიპი”, რომელშიც ოთანაძე, ამირიძე და კრიალაშვილი გადასხდნენ, თავად კი იქვე დარჩა და მხოლოდ გამთენიისას მივიდა მუხროვანის ბატალიონში, სადაც მიუტანა ოთანაძეს მის მანქანაში დატოვებული მობილური ტელეფონები.

ის რომ მან ოთანაძე, კრიალაშვილი და ამირიძე მუხროვანის სიახლოვეს საკუთარი მანქანით მიიყვანა და მოგვიანებით თავადაც ავიდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ზირაქიშვილმა სასამართლოსთვის მიცემულ პირველ ჩვენებაშიც აღნიშნა.

თუმცა პირველი ჩვენებისგან განსხვავებით, მეორედ დაკითხვის დროს მან განუცხადა სასამართლოს, რომ მან კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე მუხროვანის ბატალიონის შტაბშიც ნახა, რის შემდეგაც იქვე საწყობში აიღო ავტომატური იარაღი, რომელიც ნახევარ საათში   უკან ჩააბარა და ნაწილის ტერიტორია დატოვა.

მან ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ არ იცნობს მუხროვანის ბატალიონის მეთაურს მამუკა გორგიაშვილს, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მანქანით ორჯერ მიიყვანა გორგიაშვილთან ოთანაძე აპრილსა და მაისში, თუმცა მისი თქმით, ამ შეხვედრების მიზანი არ იყო დაკავშირებული ”ამბოხთან”.

იმავდროულად, დღეს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა დააკმაყოფილა მამუკა გორგიაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ გორგიაშვილი, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს,  არ არის თანახმა გამოქვეყნდეს წინასწარ გამოძიებაში მის მიერ მიცემული ჩვენებები.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42