Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსულენოვანი “პირველი კავკასიური” იანვრიდან დაიწყებს მაუწყებლობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'09 / 11:50

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე მესამე ტელეარხი ”პირველი კავკასიური” მაუწყებლობას იანვრიდან დაიწყებს და ამ რუსულენოვანი არხის სამიზნე აუდიტორია პოსტ-საბჭოთა სივრცე იქნება.

ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ რადიო ”თავისუფლების” ქართულ სამსახურს დღეს განუცხადა.

”მიზანი ვინმესთვის შეიძლება ჩანდეს როგორც კონტრ-პროპაგანდა რუსული სატელევიზიო არხების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასეც არის,” - განაცხადა მან, ”მეორეს მხრივ ეს არის საქართველოს შესახებ სიმართლის გატანის სურვილი”

”ჩვენ გვინდა ჩვენი სიმართლე, რომელიც ძალიან აინტერესებს [ტელეარხის სამიზნე] აუდიტორიას, ვაუწყოთ მათ,”- აღნიშნა გახელაძემ და აქვე დასძინა, რომ მაუწყებლობა სატელიტისა და საკაბელო ქსელების მეშვეობითაც გავრცელდება.   

მისი ინფორმაციით, საინფორმაციო გადაცემების 70% დაეთმობა საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას, დანარჩენი კი - მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის, კერძოდ კი ჩრდილოეთ კავკასიის ამბებს.

”ჩვენ გვინდა ვთქვათ სიმართლე რა ხდება რუსეთშიც - და მარტო ჩრდილო კავკასიაში არა - მათ შორის მოსკოვშიც,” - განაცხადა გახელაძემ.

მისი თქმით, ამ არხთან თანამშრომლობის სურვილი ”ძალიან თვალსაჩინო რუს ჟურნალისტებს” აქვთ.

პარლამენტი 25 დეკემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცებს მაუწყებლობის კანონში იმ ცვლილებებს, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებელზე არსებულ ორ სატელევიზიო სიხშირეზე კიდევ ერთის დამატებას და ასევე მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.12%-ით.

მომავალ წელს საზოგადოებრივ მაუწყებელს 22 მლნ ლარი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი, წელს არსებული 25 მლნ ლარის ნაცვლად.

გახელაძის თქმით, ”პირველი კავკასიურის” ყოველწლიური დაფინანსება, დაახლოებით, 3 მლნ ლარი იქნება.

ამასთან, საბიუჯეტო თანხების გარდა,  საზოგადოებრივ მაუწყებელი ელის, რომ 2010 წელს დამატებით, არასაბიუჯეტო შემოსავლების სახით დაახლოებით 6-7 მილიონ ლარს მიიღებს. არასაბიუჯეტო შემოსავლებში, გახელაძის თქმით, შედის რეკლამიდან და გაქირავებიდან მისაღები თანხები. საზოგადოებრივ მაუწყებელს ე.წ. პრაიმტაიმში რეკლამის განთავსება ეკრძალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრაიმტაიმში სპორტული ტრანსლაციები ხორციელდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35