Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამერიკელი სენატორი ობამას ურჩევს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები გააძლიეროს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 დეკ.'09 / 15:17

აშშ-მა, ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით დახმარების აღმოჩენასა და შეიარაღების მიყიდვებთან დაკავშირებით ”ყოვლისმომცველი და გამჭირვალე” მიდგომა უნდა შეიმუშაოს, - ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში.

მოხსენება, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სენატორ ლუგართან მომუშავე ჯგუფმა მოამზადა ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, 22 დეკემბერს გამოქვეყნდა.

მასში ნათქვამია, რომ საქართველოს, რომელსაც აგვისტოს ომის შემდეგ ძალზედ უჭირს იარაღის შესყიდვები, ”საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ძირითადი შესაძლებლობები არ გააჩნია,” რაც აშშ-ს და მის მოკავშირეებს ნატო-დან ”სუსტ ვითარებაში” აყენებს. 

”რუსეთის მხრიდან მძლავრი დიპლომატიური ზეწოლის შედეგად, შეერთებულმა შტატებმაც კი შეაჩერა საბრძოლო შეიარაღების მიწოდება საქართველოსთვის,” - ნათქვამია მოხსენებაში.
 
საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის აშშ-ის ამჟამინდელი დახმარება ძირითადად აქცენტს ინტელექტუალურ საკითხებზე აკეთებს, როგორიცაა,  მაგალითად, დოქტრინა და პერსონალის მართვა; ამ დახმარების კიდევ ერთი ასპექტი ავღანეთის მისიისთვის ჯარისკაცების მომზადებაა.

”საქართველოს ხელისუფლებამ გამოითხოვა ინფორმაცია ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემების და მათი ფასების შესახებ, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ ამ ეტაპზე ამგვარი მიყიდვები ვერ განხორციელდება,” - ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოზე ფაქტიურად ”დე ფაქტო იარაღის ემბარგოა დაწესებული და საბრძოლო პროდუქციის შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანა დიდი სირთულეების წინაშე დგას”. 

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რამოდენიმე სარადარო სადგურის აღდგენა მოხერხდა, მოხსენების თანახმად, ამ რადარებს მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულება აქვთ და ”ადრეული შეტყობინებისთვის არ გამოდგება”. 

საქართველოს საზღვრის უსაფრთხოებისა და კანონგანმტკიცების პროგრამის ფარგლებში აშშ უკვე დაეხმარა საქართველოს სანაპირო დაცვას ხუთ პუნქტში საზღვაო სარადარო სადგურების განთავსებაში.

”ეს სადგურები თურქეთიდან რუსეთამდე არსებული მთელი სანაპირო ზოლის მონიტორინგის საშუალებას იძლევა,” - ნათქვამია მოხსენებაში.

”ნატომ უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ მომდევნო წლებში საქართველოს დასჭირდება ამერიკისა და ევროპის კოორდინირებული მხარდაჭერა უსაფრთხოების კუთხით,” - აცხადებს სენატორი ლუგარი მოხსენებაზე თანდართულ წერილში.

მოხსენება ასევე რეკომენდაციას აძლევს აშშ-ის ადმინისტრაციას ხელი შეუწყოს საქართველოსა და რუსეთს შორის ძალის არ გამოყენების შესახებ ხელშეკრულების დადებას.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22