Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 დეკ.'09 / 18:23

პარლამენტმა 28 დეკემბერს საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ახალ წესებს განსაზღვრავს.

პარლამენტში ცვლილებების დამტკიცებას წინ უსწრებდა დებატები სიების ”ხელოვნური გაბერვის” წინააღმდეგ გასატარებელ ზომებსა და მათი გადამოწმების მექანიზმებზე. ეს საკითხი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა დაადანაშაულეს ხელისუფლება სიების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაზრდაში რეგიონებიდან მოქალაქეების დედაქალაქში ჩაწერის გზით.

ამ ბრალდებას მმართველმა პარტიამ ”უსაფუძვლო” და ”ტყუილი” უწოდა, თუმცა აღიარა, რომ პრობლემები სიებთან დაკავშირებით მართლად არსებობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მაღალი რეიტინგების ფონზე სიებზე აპელირებით ოპოზიცია ”ემზადება იმისთვის, თუ როგორ უნდა გაამართლონ მათი დამარცხება ადგილობრივ არჩევნებში”.

საბოლოოდ, საარჩევნო კოდექსი აისახა დებულება, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 15 იანვრიდან 1 ივნისამდე თბილისში ახალდარეგისტრირებულ მოქალაქეებზე გაიცემა დროებითი მოწმობები, რომლითაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მათ არ ექნებათ. თუმცა ამ დროებითი მოწმობების მქონე პირებს საარჩევნო ხმის უფლება არ ჩამოერთმევათ, რადგან დარჩებათ შესაძლებლობა ძველი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისცენ ხმა.

გარდა ამისა, პარტიებს ექნებათ უფლება და შესაბამისი სახელმწიფო დაფინანსებაც გამოეყოფათ, რათა  მოახდინონ სიების გადამოწმება არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე.  ამ პროცესში მონაწილე პარტიები დაფინანსებას თანაბრად გადაინაწილებენ. ანალოგიურ ვადებში სიების გადამოწმება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეეძლებათ. 

მესამე მოსმენის წინ, კოდექსში ასევე შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საუბნო კომისია 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას უბნის შედეგების გაუქმებაზე, ასევე ბიულეტენების და სპეციალური კონვერტების ხელახლა გადათვლაზე.

თუმცა ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში მმართველმა პარტიამ არ ასახა ცვლილება არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს წევრთა 2/3-ით დამტკიცების და ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში მდივნებად ოპოზიციის წარმომადგენელთა დანიშვნის თაობაზე.

ამასთან, მიღებული ცვლილებების თანახმად საინიციატივო ჯგუფებს აღარ ექნებათ უფლება დაასახელონ მაჟორიტარი კანდიდატები ადგილობრივ არჩევნებზე, რაც გამორიცხავს დამოუკიდებელი, არაპარტიული კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობას, ისევე როგორც აქამდე ეს წესი  საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში მოქმედებდა.

საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციით თბილისის მერი პირდაპირი წესით, 30%-იანი ბარიერით აირჩევა და არა 45-50%-ით, როგორც ამას არასაპარლამენტო ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა.

თუ ხმათა 30% ვერ მოაგროვა ვერცერთმა კანდიდატმა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს.

ამასთან, თბილისის 50 წევრიან საკრებულოში 25 წევრი, უბარიეროდ აირჩევა ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, 25 წევრი კი აირჩევა პროპორციული წესით. პროპორციული წესით მანდატები განაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებიც  4%-იან ბარიერს გადალახავენ.

კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, იანვარში მოხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახლა დაკომპლექტება. 13-წევრიან ცესკოში 6 წევრს დანიშნავს ხელისუფლება, ხოლო 6 წევრს ის ოპოზიციური პარტიები, რომელთაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 4%-იანი ან თვითმმართველობის არჩევნებზე 3%-იანი ბარიერის გადალახვის საფუძველზე.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესის მიხედვით, პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის საფუძველზე შერჩეულ ცესკოს თავმჯდომარის 3 კანდიდატურას წარუდგენს ცესკოს ოპოზიციურ წევრებს ასარჩევად. თუ კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა, მაშინ წარდგენილი 3 კანდიდატურიდან თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი აირჩევს.

ცვლილებების თანახმად, ოპოზიციას საარჩევნო უბნებში მდივნის დანიშვნის უფლება მიეცა, მაგრამ თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მდივანს წარდგენილი კანდიდატურებიდან ირჩევს კომისია სრული შემადგენლობით.

ამასთან, გასაჩივრების ვადა ზემდგომ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოში განისაზღვრა 48 საათით, ნაცვლად აქამდე არსებული ერთი დღისა.

გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსში ტექნიკური ცვლილებები შევიდა საარჩევნო რეგისტრაციის ვადებთან, ასევე კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით და გამკაცრდა სანქცია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორებისათვის.

ცვლილებების თანახმად, ე.წ. სპეცუბნებში პოლიციის თანამშრომლებს არ ექნებათ უფლება ხმა მისცენ მაჟორიტარ კანდიდატებს, თუ ეს უბანი მათი მუდმივი საცხოვრებლის ოლქში არ არის განთავსებული.

ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ”ძალიან რთული შრომის პროდუქტია”, არის ”ძალიან დიდი ნაბიჯი” იმისკენ, რომ საქართველოში ჩატარდეს ”თავისუფალი არჩევნები”. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ”ბოლომდე არ წავიდა კომპრომისზე” ოპოზიციასთან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23