Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტმა იმერეთში ახალი გუბერნატორი დანიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 დეკ.'09 / 15:58

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს იმერეთის ახალი რწმუნებული ლაშა მაქაცარია წარადგინა, რომელიც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე იყო.

მაქაცარიას წინამორბედი გუბერნატორი, მიხეილ ჩოგოვაძე თანამდებობიდან 19 დეკემბერს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც იმავე დღეს ქუთაისში ”დიდების მემორიალის” დემონტაჟის მიზნით მომხდარ აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სრულიად უდანაშაულო ადამიანები ემსხვერპლნენ ”მთელი რიგი ადამიანების, მათ შორის თანამდებობის პირების დაუდევრობას, უნიათობას და არაკომპეტენტურობას” და იმედი გამოთქვა, რომ ”სრული მოცულობით” აგებენ პასუხს ”კონკრეტული დამნაშავეები”. უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო ამფეთქებელი კომპანიის სამი პირია სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემული.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმერეთის რეგიონს ახლა ”ახალი სისხლი სჭირდება”, რათა ”ქუთაისი - მეორე დედაქალაქის” ფარგლებში დაგეგმილი ყველა პროექტი ბოლომდე და სწრაფად განხორციელდეს.

”ის სიტუაცია, როცა ჩვეულებრივი ადამიანების ბედი ადგილობრივ ხელისუფლებას არ აღელვებს, როგორც ეს ჩემი თვალით ვნახე ქუთაისში ამასწინანდელი ჩასვლის დროს, ეს სიტუაცია აღარასდროს აღარ უნდა განმეორდეს,”- განაცხადა სააკაშვილმა. 
 
იმავდროულად, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 29 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება ”დიდების მემორიალის” აფეთქებაში, რომლის აღდგენაც მოსკოვში იგეგმება.

”რაც მათ ჩაიდინეს - ეს მორიგი დანაშაულია... მითუმეტეს, რომ დაიხოცნენ ადამიანები,”- იუწყება ”რია ნოვოსტი” პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით, ”მათთვის მოსკოვში ძეგლის აღდგენა - კიდევ ერთი დარტყმაა ცხვირში”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
99