Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულ ტელევიზიებს უკრაინის არჩევნებზე საერთაშორისო დასკვნები არ გაუშუქებიათ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 იან.'10 / 11:16

 სააკაშვილი: ქართველი დამკვირვებლების გაგზავნა წინასწარ იყო შეთანხმებული უკრაინასთან.

მაშინ როდესაც ქართული ტელეკომპანიები ბოლო დღეებში აქტიურად აშუქებდნენ უკრაინიდან საპრეზიდენტო არჩევნების თემას, 18 იანვარს მათ საერთოდ არ გააშუქეს ეუთოს ეგიდით მომუშავე საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შედეგები.

არჩევნები ”მაღალი ხარისხის იყო, რომლის დროსაც ეუთოს და ევროპის საბჭოს ვალდებულებათა უმეტესობა შესრულდა”, - განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ. 

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა მხოლოდ მოკლედ მოიხსენია საერთაშორისო დამკვირვებლები, როდესაც ტელეკომპანიის ჟურნალისტმა განაცხადა თავის რეპორტაჟში კიევიდან: ”ეუთოს სადამკვირვებლო მისია უკვე გამოხატავს თავის პოზიციას უკრაინის არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ”.

ქართული ნაციონალური ტელევიზიების მიერ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებაში დომინირებდა ის ინციდენტები, რომლებიც ქართულ გადამღებ ჯგუფებს შეემთხვათ, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც არარეგისტრირებულ ქართველ დამკვირვებლებს ეხებოდათ.

”ის ქართველი დამკვირვებლები, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ უკრაინიდან, აცხადებენ, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა,” - განაცხადა ”რუსთავი 2”-მა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა კი განაცხადა დონეცკიდან: ”როგორც მოსალოდნელი იყო, გაყალბების ყველაზე მაღალი დონე დონეცკში იყო”.

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 18 იანვარს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება 2 000 დამკვირვებლის უკრაინაში გაგზავნის თაობაზე, ”წინასწარ იყო შეთანხმებული უკრაინის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან”.

”შესაბამისად, ყველასგან მიღებული გვქონდა დასტური და თანხმობა,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს ბაკურიანში, ”რა თქმა უნდა, არჩევნების მეორე ტურის წინ ჩვენ კიდევ ერთხელ ვკითხავთ მათ სურთ თუ არა ჩვენი მეთვალყურეების ჩართვა, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია”.

”ეს ხალხი ჩვენ უკრაინელების თხოვნით გავგზავნეთ, უკრაინელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მათ ჩასვლას მთელი სულით და გულით მიესალმებიან,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან უარყო პარტია რეგიონების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ”სპორტული აღნაგობის მამაკაცები” ”არჩევნების დესტაბილიზაციის მიზნით” გააგზავნა.

”ჩვენი ერთადერთი მიზანი არის არა მათ პოლიტიკაში ჩარევა - ჩვენ არც ამის რესურსი გვაქვს, არც სურვილი და არც ინსტრუმენტები, არამედ, როგორც მათ გვთხოვეს, უკრაინელი ხალხისთვის მაქსიმალური სოლიდარობისა და დახმარების აღმოჩენა,” - განაცხადა სააკაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12