Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედვედევი სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 თებ.'10 / 17:52

მიხეილ სააკაშვილს ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხი აგოს ჩადენილ საქმეებზე, პირველ რიგში საკუთარი ხალხის წინაშე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 11 თებერვალს.

ტომსკში სტუდენტებთან შეხვედრაზე ერთ-ერთმა სტუდენტმა ჰკითხა მას, რომ ”როგორც ობივატელს” აინტერესებს რატომ არ წარსდგა პრეზიდენტი სააკაშვილი სასამართლოს წინაშე.

”ახლა მე ვიცი რა აწუხებს ობივატელს ტომსკში. კარგი იქნება ამის შესახებ გაიგოს სააკაშვილმა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსლირება ხდება, იმედი მაქვს, რომ დღეს მას ამის შესახებ მოახსენებენ,”- უპასუხა მედვედევმა.

თუმცა მას სტუდენტი დამატებით ჩაეკითხა: ”რაღაც არასამართლიანად გამოდის. ყველას ასამართლებენ და მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მოაწყო ნამდვილი გენოციდი ჩვენი ხალხის, ყურადღებასაც კი არ აქცევენ”.

”თქვენ კითხვა დამისვით ირონიულ ფორმით, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე თქვენ 100%-ით დაგეთანხმებით. თოთოეულმა უნდა აგოს პასუხი თავის საქმეზე. და მას თავისი საქმეების შესაბამისად მიეგება,”- განაცხადა მედვედევმა.

”ამიტომ თუ შენ რაიმე ისეთი გააკეთე, მითუმეტეს პრეზიდენტის რანგში, რაზეც პასუხი უნდა აგო, ეს პასუხისმგებლობა ადრე თუ გვიან დადგება,”- განაგრძო მან,  ”როგორი იქნება ეს პასუხისმგებლობა? მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ბატონმა სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის ხალხის წინაშე, რომლებიც ჩაითრია ომში, სამსხვერპლოდ გაწირა და საბოლოო ჯამში, ეს მივიდა მისი სახელმწიფოს ნგრევამდე”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12