ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა, განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ 3 მარტს.
”უბედური შემთხვევის” მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, განუცხადა მან
ტელეკომპანია ”იმედს” და აქვე დასძინა, რომ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი შესაძლოა მეთანის გაზის გაჟონვა ყოფილიყო.
ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 მარტი მთელი საქართველოს მასშტაბით გლოვის დღედ გამოაცხადა, განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.