Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანიამ საარჩევნო კამპანია დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 მარ.'10 / 17:37

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის თბილისის მერობისთვის საარჩევნო კამპანიას იწყებს, რადგან მაისში დაგეგმილ არჩევნებამდე აღარ რჩება საკმარისი დრო ”გაუთავებელი მოლაპარაკებებისათვის” ოპოზიციის ერთი კანდიდატის გამოსაკვეთად.

ირაკლი ალასანია 4 მარტს ვერის საკალათბურთო დარბაზში ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ”ერთიან, უალტერნატივო მერობის კანდიდატად” დაასახელეს.

”დღეიდან ირაკლი ალასანია არის ერთიანი კანდიდატი მერობის. ჰა, ბურთი, ბატონო ირაკლი, და ჰა, მოედანი!”- მიმართა ალასანიას "ქართული აკადემიის" წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ და მას სიმბოლურად რაგბის ბურთი გადასცა.

”ეს ბურთი უნდა დამიწდეს მერიის კაბინეტში, [თუ] არა და უნდა დაგვიბრუნოს უკან. ეს ბურთი არის პასუხისმგებლობა, ეს ბურთი არის სიმბოლო გამარჯვებისა და ჩათვლის ადგილი იქნება მერიის კაბინეტი,”- აღნიშნა ქანთარიამ.

შეხვედრაზე გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა საარჩევნო კამპანიას გამარჯვების მიზნით იწყებს.

”პირდაპირ გეტყვით არჩევნებზე მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის,”- განაცხადა მან, ”ეს გამარჯვება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი  საზოგადოების უდიდესი ნაწილი გამოავლენს  სამოქალაქო პასუხისმგებლობას და მიიღებს მონაწილეობას ამ ადგილობრივ არჩევნებში”.

მისი თქმით, ეს არ არის ”ჩვეულებრივი” არჩევნები, არამედ ”არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დრო”.

ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის ყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ ძალასთან მოლაპარაკებებში მისი ჩართვის თაობაზე საუბრისას, რამაც ასევე გამოიწვია უკმაყოფილება ”ალიანსიდან” მის პოლიტიკურ პარტნიორებში, ალასანიამ განაცხადა, რომ მას უნდა მიეცა შანსი დიალოგისთვის.

თუმცა მან აქვე აღნიშნა, რომ ”ჩვენ აღარ უნდა გადავყვეთ გაუთავებელ მოლაპარაკებებს” ოპოზიციურ ძალებს შორის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის მიზნით.

”რა თქმა უნდა, არსებობს გადაულახავი წინაღობები პოლიტიკურ ძალებს შორის. ლაპარაკი შედგა, ჩვენ გავუცვალეთ ერთმანეთს ჩვენი აზრი, ხედვა,”- აღნიშნა მან თავის გამოსვლაში, ”მაგრამ დიალოგში გამოჩნდა, რომ დროის დაკარგვა ჩვენ აღარ შეგვიძლია”.

იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც არჩევნების ბოიკოტის გზას ადგანან, ამ დრომდე ალასანიას მიმართ საჯარო მხარდაჭერა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა.

ლევან გაჩეჩილაძეს, მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე დასაფიქრირებელი აქვს თავისი პოზიცია -  ის თავად იყრის კენჭს მერად, მხარს დაუჭერს სხვა კანდიდატს თუ საერთოდ გაემიჯნება ამ პროცესს.

ალასანიამ 4 მარტს განაცხადა, რომ გაჩეჩილაძის მხარდაჭერა მისთვის ”გადამწყვეტი” მნიშვნელობის იქნება.

საპარლამენტო უმცირესობის წამყვანი პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და მისი მერობის კანდიდატი გია ჭანტურია წინასაარჩევნო კამპანიას დამოუკიდებლად წარმართავენ. ჭანტურია, რომელმაც საკუთარი თავი დაახასიათა როგორც არც ოპოზიციური და არც პროსახელისუფლებო კანდიდატი, მერობისთვის ბრძოლას განაგრძობს იმის მიუხედავად, თუ რა კონფიგურაცია გამოიკვეთება ოპოზიციურ ფრონტზე.

მრეწველების ლიდერმა, ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ ასევე გამოთქვა სურვილი იყაროს კენჭის თბილისის მერობის პოსტზე.

იმავდროულად, კანდიდატებად დასახელებულია რამდენიმე აპოლიტიკური სახე, მათ შორის ნიკა ივანიშვილი, რომელიც 90-იან წლებში საგზაო პოლიციას ხელმძღვანელობდა. ივანიშვილმა 4 მარტს დააფუძნა საკუთარი პოლიტიკური პარტია ”სახალხო დემოკრატები”. მერობის სურვილი გამოთქვა ასევე თამაზ ვაშაძემ, რომელიც თბილისს 19 წლის წინ, ცოტა ხნით ხელმძღვანელობდა.

დავით იაკობიძე, 90-იან წლებში შევარდნაძის მთავრობის ყოფილი ფინანსთა მინისტრი თბილისის მერობის კანდიდატად დეპუტატმა გია თორთლაძემ მისი ”დემოკრატიული პარტიის” სახელით წარადგინა.

სამი პარტია - კონსერვატორები, ხალხის პარტია და ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, რომლებიც პრაიმერის თემამ შეაკავშირა, საკუთარ გეგმებს 7 მარტისთვის გამოაცხადებენ.

თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იქნება. თუმცა ოფიციალურად ჯერ ის მერობის კანდიდატად არ წარუდგენიათ.

მმართველი პარტია მერობის ბევრი კონკურენტი კანდიდატის დასახელებით მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან ეს ოპოზიციური ხმების გაყოფას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ გაზრდის მმართველის პარტიის კანდიდატის შანსებს პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. არსებული წესით, კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების უმეტესობას, თუმცა არანაკლებ 30%-ისა, იმარჯვებს არჩევნებში.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46