Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”პრაიმერის” ჯგუფი მერობის კანდიდატს სოციოლოგიური კვლევით გამოავლენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 მარ.'10 / 13:50

თბილისის მერობის კანდიდატი სოციოლოგიური კვლევით, ხოლო საკრებულოს წევრობის კანდიდატები ”პრაიმერის” მეშვეობით გამოვლინდებიან, განაცხადეს დღეს ”პრაიმერის” მომხრე პარტიებმა.

სოციოლოგიური გამოკითხვა და ”პრაიმერი” 5-დან 20 აპრილამდე ჩატარდება და ის 28 მარტამდე ღია იქნება მონაწილეობისათვის ნებისმიერი დაინტერესებული პოლიტიკური ძალისათვის, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ კონსერვატორები, ხალხის პარტია, ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, ასევე მომავლის პარტია,  ქრისტიანული საქართველო და პოლიტიკური გაერთიანება ”მამულიშვილი”.

”პრაიმერის” ინიციატორი პარტიები თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის გამოცხადებას 9 აპრილს, სპორტის სასახლეში დაგეგმილ შეკრებაზე აპირებენ.

ე.წ. ”პრაიმერის” ჯგუფში, ამ ეტაპზე საჯაროდ მერობის ორი პრეტენდენტია დასახელებული - კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური და ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი. ნოღაიდელის თქმით, იგი მერად კენჭისყრას არ აპირებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია დაიცავი საქართველოს ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის პოზიცია იმასთან დაკავშირებით მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას სოციოლოგიურ კვლევაში იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტს მერად იყაროს კენჭი.

”პრაიმერის” ჯგუფთან ერთიან კანდიდატზე მოლაპარაკებების უშედეგო მცდელობის შემდეგ, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა და მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დროის დაკარგვას არ აპირებს და იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15