Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
იაკობაშვილმა ეუთოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია წარუდგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მარ.'10 / 17:15

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა მოუწოდა ეუთოს ”გამონახოს გზები და მექანიზმები, თუ როგორ გახდეს უფრო აქტიური” ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სტრატეგიის განხორციელებაში.

იაკობაშვილი 19 მარტს, ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც წარადგინა  ”სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ: ჩართულობა თანამშრომლობის გზით”.

ბოლო კვირების მანძილზე იაკობაშვილი მთელ რიგ დასავლურ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს სტუმრობდა, მათ შორის ნატოს, ევროკავშირს და ევროპის საბჭოს დოკუმენტის წარდგენის მიზნით.

”გაუცხოებისა და გარიყვის მაგივრად, საქართველოს მთავრობამ დე-იზოლაციის და ჩართულობის გზა აირჩია,” - განუცხადა იაკობაშვილმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს.  

”ზოგჯერ, სტრატეგია აღიქმება როგორც რეინტეგრაციის ან დეოკუპაციის გეგმა. ეს არასწორი განმარტებაა. სტრატეგიის სათაური ნათლად ასახავს მის ხედვას და სტრატეგიულ განზრახვას - ეს არის საგზაო რუკა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თემებთან ჩართულობა და თანამშრომლობა. სტრატეგია მიზნად ისახავს იმ გარემოს შექმნას, რომელიც საბოლოო ჯამში დაეხმარება მოსახლეობის ნებაყოფლობით გაერთიანებას და ამ ტერიტორიების მშვიდობიან დეოკუპაციას,” - განაცხადა მან.

მისი თქმით, სტრატეგიის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დაცული იქნება ორი ფუნდამენტალური პრინციპი: არაღიარების პოლიტიკა და აქტიური ჩართულობა.      

”საჭიროა, რომ ყველგან გაგრძელდეს აქტიური არაღიარების პოლიტიკა. საჭიროა, რომ რუსეთს მუდმივად ახსენებდნენ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს,” - განაცხადა იაკობაშვილმა, ”ამავე დროს, მაშინაც კი როდესაც ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული რჩება, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს”.

მისი თქმით, სტრატეგია არ ეხება სამ საკითხს. ესენია: უსაფრთხოება, სტატუსი და იძულებით ადგილნაცვალი პირები. მან აღნიშნა, რომ ეს არის ”საშუალო და გრძელვადიანი ტიპის” საკითხები. თუმცა, ომით განცალკევებულ მოსახლეობებს შორის ურთიერთობები, იაკობაშვილის თქმით, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხია, რომლის მოსაგვარებლად ”ჩვენ ვერ მოვიცდით მანამ, სანამ ყველა სხვა პრობლემა არ გადაწყდება”.

”ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლა და ვიმოქმედოთ სწრაფად. საჭიროა ამ მოქმედებათა დეპოლიტიზირება,” - განაცხადა იაკობაშვილმა.

ამჟამად, საქართველოს მთავრობა მუშაობს სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს ყველა ის კონკრეტული წინადადებება, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს სტრატეგიის განხორციელება.

იაკობაშვილის თქმით, ამ მიმართულების უახლოეს მიზანს მომდევნო თვეებში საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება წარმოადგენს, სადაც სამოქმედო გეგმა იქნება განხილული. მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ინტერესი გამოხატა უმასპინძლოს ამგვარ კონფერენციას.

იაკობაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმა ორი ნაწილის შემცველი იქნება - ცალმხრივი ღონისძიებები და ორმხრივი ღონისძიებები. ეს უკანასკნელი ”მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენლებთან” ერთად იქნება განსახორციელებელი - სწორედ ასე მოიხსენიებს სეპარატისტულ ხელისუფლებებს დოკუმენტი. 

ის პროექტები, რომელთა განხორციელება საქართველოს ხელისუფლებას ცალმხრივად შეეძლება, გულისხმობს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის იმ სერვისების შეთავაზებას, რომლებიც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი - ჯანდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები და საზღვარგარეთ გადაადგილების საშუალება. მისი თქმით, თბილისი მზად არის ცვლილებები შეიტანოს სხვადასხვა კანონში, რათა მოქმედი კანონმდებლობა ამ მიზნებთან ჰარმონიზებული იყოს. 

რაც შეეხება ორმხრივ პროექტებს, მათ განსახორციელებლად სტრატეგიით გათვალისწინებულია ერთობლივი ”ნეიტრალური სტატუსის” მქონე მექანიზმების შემუშავება. იაკობაშვილის თქმით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შესაძლოა იყოს პლატფორმა მსგავსი მექანიზმისთვის.

თავის გამოსვლაში იაკობაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება მოგვარდეს. ”ეს არის ერთადერთი შესაძლო  გზა და ჩვენ ამას ვაღიარებთ,” - დასძინა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21