Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტელევიზიებს 36 მლნ ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 აპრ.'10 / 14:24

ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფოსადმი დავალიანება გააჩნიათ, საერთო ჯამში დაახლოებით 36 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანებები და ჯარიმები ჩამოეწერებათ, - ნათქვამია იმ კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა და რომელიც ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ტელემაუწყებლის მფლობელებს სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებები უწყდებათ კანონის ძალაში შესვლის დღისთვის არსებულ ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე დარიცხულ სანქციებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს ჩამოწერილი თანხები ”საკუთარი მუშაობის გაუმჯობესებაზე” მიმართონ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მითითებული თითოეული ტელემაუწყებლის დავალიანებათა ოდენობა იმ მოტივით, რომ ეს ინფორმაცია საგადასახადო კოდექსისი თანახმად ”საგადასახადო საიდუმლოებას” წარმოადგენს. დოკუმენტში არც დავალიანების მქონე ტელევიზიების რაოდენობაა დასახელებული. 

სავარაუდოდ, დავალიანების მთლიან მოცულობაში, რაც დაახლოებით 36 მლნ ლარს შეადგენს, უმეტესი ხვედრითი წილი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ ტელევიზიებზე მოდის. 

თბილისში მაუწყებელი ტელეკომპანია ”კავკასიის” ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ სახელმწიფოს წინაშე არანაირი დავალიანება არ გააჩნიათ. ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებლის მამუკა ღლონტის ინფორმაციით, არც მის კომპანიას აქვს ბიუჯეტის მიმართ რაიმე სახის დავალიანება.

იმერეთის რეგიონში მოქმედ ტელეკომპანია ”რიონის” ხელმძღვანელის თქმით, მისი ტელევიზიის საგადასახადო დავალიანება,  წლების განმავლობაში დაგროვილი საურავების ჩათვლით, დაახლოებით, 1 მლნ ლარს აღწევს. ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა თამარ ღვინიანიძემ Civil.ge-ს განუცხადა, რომ მას ამ საკითხზე საგადასახადო ორგანოებთან სასამართლო დავა აქვს.

შიდა ქართლის რეგიონულ ტელეკომპანიაში ”თრიალეთში” Civil.ge-ს განუცხადეს, რომ 2007 წლიდან კომპანიაზე ”უკანონოდ” დარიცხული დავალიანების ოდენობა, რომლის ნახევარზე მეტიც უკვე გადახდილია, დღეის მდგომარეობით 45 ათას ლარს შეადგენს.

რაც შეეხება აჭარაში მოქმედ კერძო ტელეკომპანია 25-ე არხს, რომელიც საგადასახადო ორგანოებთან სასამართლო დავის გამო გასულ ოქტომბერს გათიშვის საფრთხის წინაშე იდგა, მისი დავალიანება 277 547 ლარს შეადგენდა. თუმცა ფინანსთა სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, ამ ვალის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა.

ქართული რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის შესახებ ინიციატივით, პრეზიდენტი სააკაშვილი 26 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს გამოვიდა და ამ გადაწყვეტილების საჭიროებაზე საუბრისას აჭარის 25-ე არხის მაგალითი მოიყვანა.

თუმცა, მოგვიანებით საანგარიშო მოხსენების ტექსტში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, უკვე ”ყველა ქართულ ტელევიზიაზე” იყო საუბარი. ”იქნება ეს რეგიონალური თუ ნაციონალური, გამოვუცხადოთ საგადასახადო ამნისტია, რათა მათ უფრო თამამად შეეძლონ განვითარება. ხოლო მათი მეშვეობით, ვითარდებოდეს ქართული დემოკრატია და პოლიტიკური კულტურა”, - ნათქვამია ტექსტში.

იმავდროულად, პარლამენტში ინიცირებულია ქრისტიან-დემოკრატების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ რეგიონული ტელევიზიების ამნისტირებას ითვალისწინებს 2004 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრის ჩათვლით წარმოშობილ დავალიანებებზე და არადეკლარირებულ გადასახადებზე.

ამ პროექტის მიხედვით, ასევე უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი წარმოება იმ პირების მიმართ, რომლებიც შეიძლება მსჯავრდებულნი იყვნენ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან რომელთა მიმართაც გამოტანილია სასამართლო გადაწყვეტილება გადახდის ვალდებულების დაკისრების თაობაზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
63