Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო გეგმავს 2013 წლისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მიაღწიოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 აპრ.'10 / 11:15

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას გააჩნია ”ამბიცია” მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე 2013 წელს საქართველოს უვიზო რეჟიმი ქონდეს ევროკავშირთან. 

”ეს რეალურია,”- განუცხადა მან 7 აპრილს თბილისში ევროპული სახლის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას.

”ჩვენ წინ მივიწევთ, პირველ რიგში, გამარტივებული სავიზო რეჟიმისკენ და შემდეგ ევროპასთან უვიზო მიმოსვლისკენ... და ასევე საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის უზრუნველყოფისკენ. ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა მიღწევადია და ეს საკითხი ბიუროკრატიულ პროცესებშია ჩაშვებული. ამას ბოლომდე მივიყვანთ,” - აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველომ დაასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის შესახებ შეთანხმებებზე. ამჟამად, ამ შეთანხმებების ხელმოწერის და ძალაში შესვლის პროცესი ევროკავშირის შიდა პროცედურებს გადის.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ 16 მარტს განაცხადა, რომ დისკუსიები ევროკავშირის შიგნით საქართველოსთან ასოცირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დირექტივების პროექტზე დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ”სულ მალე შესაძლებელი იქნება” ამ შეთანხმებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება. ეს შეთანხმება ასევე მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ყოვლისმომცველ ხელშეკრულებასაც.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13